Baby Bag

5 საუკეთესო ფილმი, რომელიც ბავშვის მორალურ განვითარებას უწყობს ხელს

5 საუკეთესო ფილმი, რომელიც ბავშვის მორალურ განვითარებას უწყობს ხელს

ფილმები ბავშვებს ისეთ თვისებებს უვითარებს, რომელთა განვითარებაზე მშობლები ძალიან ბევრს ვზრუნავთ. ჩვენს სტატიაში 5 ფილმს გაგაცნობთ. თითოეული მათგანი ბავშვისთვის საუკეთესო მორალური გაკვეთილი გახდება.

1. გაყინული

დების საოცარ ურთიერდამოკიდებულებაზე გადაღებული ფილმი ბავშვებს ზრუნვასა და თავგანწირვაზე დამყარებულ ურთიერთობას ასწავლის.

2. მოანა

ეს საოცარი ფილმი ბავშვებს ასწავლის, როგორ მოუსმინონ საკუთარ გულს და როგორ გაუმკლავდნენ საკუთარ შიშებს.

3. მეფე ლომი

მეფე ლომი ნამდვილი კლასიკაა, რომელიც ყველანაირ სირთულესთან გამკლავებასა და სიმამაცეს გვასწავლის. ბავშვისთვის ამ ფილმის ნახვა მნიშვნელოვანი მორალური გაკვეთილია.

4. პინოქიო

პინოქიოს ცხვირი ტყუილის თქმისას იზრდება. ფილმის ყურებისას ბავშვი სწავლობს სიცრუის ნეგატიური შედეგების შესახებ და სიმართლის მეტად აფასებს.

5. რატატუი

ნიჭიერ ვირთხასა და კულინარს შორის ურთიერთთანამშრომლობა ბავშვებს მიზნების მიღწევისთვის ბრძოლასა და ურთიერთდახმარების მნიშვნელობას ასწავლის.

წყარო: ​mariadismondy.com 

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👇 bit.ly/3iF0YnF