Baby Bag

4 ქალიშვილის მამა, რომელსაც ინსტაგრამზე 1 მილიონი გამომწერი ჰყავს

4 ქალიშვილის მამა, რომელსაც ინსტაგრამზე 1 მილიონი გამომწერი ჰყავს

საიმონ ჰუპერი 4 შვილის მამა და ერთადერთი მამაკაცია 5 ქალიან ოჯახში. მისი ინსტაგრამის გამომწერები ყოველდღიურად ნახულობენ საინტერესო ფოტოებსა და ამბებს ჰუპერების ოჯახის ცხოვრების შესახებ. საიმონი იუმორის გრძნობით გამორჩეული ადამიანია და მის ფოტოებზე ეს აშკარად აისახება. სწორედ ამიტომაც ჰყავს მას დღეს უკვე 1 მილიონი გამომწერი.

გაიცანით საიმონ ჰუპერი, მისი 4 ქალიშვილი და შესანიშნავი ცოლი


შეიძლება დაინტერესდეთ

„ბაღის ასაკიდან უნდა დაიწყოს ემოციების რეგულირებაზე მუშაობა,“ - ფსიქოლოგი თიკო ზენაიშვილი

ფსიქოლოგმა თიკო ზენაიშვილმა ბავშვისთვის ემოციების რეგულირების სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„სამი წლის ასაკში ბავშვი იწყებს ემოციების ფართო სპექტრის გაცნობას. მნიშვნელოვანია ჩვენ როგორ მივაწვდით მას ამას. ჩვენ ხშირად გვაქვს ასეთი სიტყვები: „ნუ გეშინია.“ სამი წლის ასაკში ბავშვი შიშსაც გრძნობს უკვე. ჩვენ ვეუბნებით: „ნუ გეშინია.“ ეს არ არის სწორი. შიში გავაცნოთ ბავშვს, როგორ შეეშინდა, რისი შეეშინდა. ვეცადოთ, გაიცნოს შიში ბავშვმა, გაუშინაურდეს. ეს არის ემოციური ინტელექტი. ემოციის გადაკეთება არ ხდება, ხდება მართვა. ბავშვი რომ წაიქცევა და ტირის, ვეუბნებით: „ნუ ტირი,“ „ბიჭები არ ტირიან.“ ეტკინა? ტკივილზე ვესაუბროთ ბავშვს, როგორი იყო ეს ტკივილი, ძლიერი თუ სუსტი, სად ეტკინა, რომ ბავშვმა გაიცნოს თავისი ემოცია.

ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვს, რომ გაიცნოს ემოცია, შეიცნოს ის და მიიღოს მისგან სარგებელი. ზიზღი რომ იგრძნო ბავშვმა, მოდი, ვესაუბროთ ამის შესახებ, რატომ და როგორ მოხდა. ბაღშიც ეს უნდა ხდებოდეს. ვიღაც სათამაშოს რომ წაართმევს, ბუნებრივია ბავშვი გაბრაზდება. ჩვენ ვეუბნებით: „არაუშავს, მიეცი, დაუთმე.“ არ ვაძლევთ მას ემოციის გამოხატვის საშუალებას. მეტი ხომ არაფერი უნდოდა ბავშვს? უნდოდა გაგება და მოსმენა. სწორედ ბაღის ასაკიდან უნდა დაიწყოს ემოციების რეგულირებაზე მუშაობა. თუ ბავშვი რაღაცაზე გაბრაზდა და ტირის, არ ვეუბნებით: „არაუშავს, გოგოა და დაუთმე, არ იტირო.“ ვკითხოთ: „რა იგრძენი?“ გრძნობებისკენ მივახედოთ. ვიყოთ გამგები მისი გრძნობისა და არა გამოხატული რეაქციების,“- მოცემულ საკითხზე თიკო ზენაიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ერთსულოვნების დილა“ 

წაიკითხეთ სრულად