Baby Bag

როგორი ტატუები უნდა გაიკეთონ წყვილებმა - ნახეთ ფოტოები

როგორი ტატუები უნდა გაიკეთონ წყვილებმა - ნახეთ ფოტოები

თქვენ, თქვენს შეყვარებულს, მეგობარს, დაქალს, ძმაკაცს, მეზობელს და ა.შ ძალიან გიყვართ ერთმანეთი და არ იცით ეს სიყვარული როგორ გამოხატოთ?

გაიკეთეთ იდენტური ან ერთმანეთის შესაფერისი ტატუები და ამით უკვდავყავით თქვენი სიყვარული მეორე ადამიანის მიმართ. 

არ იცით როგორი ტატუს გაკეთება გინდათ? 

მაშინ ​Moms.ge „ჩასქროლეთ“ 😉

შეიძლება დაინტერესდეთ

„ოფლიანობა უფრო დამახასიათებელია ჰიპერაქტიური და ემოციური ბავშვებისთვის,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ოფლიანობა უფრო დამახასიათებელია ჰიპერაქტიური და ემოციური ბავშვებისთვის,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ემოციურ და ჰიპერაქტიურ ბავშვებში ჭარბი ოფლიანობის პრობლემაზე ისაუბრა. მისი თქმით, იმ ბავშვებში, რომლებიც ცელქები ან ჰიპერაქტიურები არიან და ემოციურობითაც ხასიათდებიან, ოფლიანობა უფრო გამოკვეთილია:

„ძალიან მოიმატა ჰიპერაქტიური ბავშვების რიცხვმა. ოფლიანობა არის დამახასიათებელი ჰიპერაქტიური, ცელქი ბავშვებისთვის, რომლებიც არიან ამავდროულად ძალიან ემოციურები. ისინი ემოციას ხარშავენ შიგნით. მათ შეიძლება ემოცია ვერ გამოხატონ. ან ისინი ემოციებს გამოხატავენ მთელი სიმძაფრით. ასეთი ბავშვები უფრო ოფლიანები არიან. ისინი ხშირად ოფლიანობენ, განსაკუთრებით ძილში. ძილიც არ აქვთ ამ ბავშვებს მთლად მშვიდი. ძილშიც ნერვიულობენ, ხედავენ სიზმრებს, უჭირთ ჩაძინების პროცესი.

შეიძლება ეს იყოს გენეტიკური. დედები ხშირად ამბობენ, რომ მამას აწუხებს ძალიან ოფლიანობა. ვირუსულ ინფექციებს ახლავს ხოლმე ასევე, რომ ჰიპერთერმიის შემდეგ ჰიპოთერმია, დაბალი ტემპერატურა ვითარდება. თერმორეგულაციის ცენტრი ვერ იჭერს ნორმალურ ტემპერატურას და აქედან გამომდინარე, ოფლის გამოყოფის პროცესი აქტიურდება. ასეთ შემთხვევაში ეს ბავშვები ელექტროლიტებით უნდა დავტვირთოთ და სასურველია, რომ მიიღონ ელექტროლიტები,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ „რადიო ფორტუნა“

წაიკითხეთ სრულად