მოდის სახლმა Balenciaga-მ, რომლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალიაა, ახალი საყურე გამოუშვა. საყურე ბოთლის სახურავის დიზიანით არის შექმნილი.
მისი შეძენა ონლაინმაღაზიებშიც არის შესაძლებელი. საყურეს სხვადასხვა საიტზე სხვადასხვა ფასი აქვს. ერთ-ერთ საიტზე მისი ღირებულებაა 445 დოლარია, ყველაზე ხელსაყრელ ფასად კი მისი შეძენა შესაძლებელია MYTHERESA-ზე, 164 ევროდ.
საყურეები Balenciaga-ს 2018-2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში შედის.


