საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სსიპ-ების თანამშრომლებს კონკურსის წესით შერჩეული ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა, თითოეულ უწყებაში გაცნობითი შეხვედრა გამართა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
მინისტრმა თანამშრომლებს სამომავლო გეგმები გააცნო და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სისტემის რეფორმა და სრული ტრანსფორმაცია მათთან ერთად განხორციელდება.
კონკურისის წესით შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორის თანამდებობაზე ზვიად გაბისონია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ბერიკა შუკაკიძე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიციაზე გიორგი ვაშაკიძე, ხოლო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალ დირექტორად სოფიო გორგოძე შეირჩნენ.