„არც ვიცი, ამ საქმეს რა ჰქვია, მაგრამ შთამბეჭდავად კი გამოიყურება.
გელა ცენტერაძე ოზურგეთის სოფელ ნატანებში, საკუთარ ეზოში დიდ ფიგურებს აკეთებს და ხელოვნური ბალახით ფარავს.
ფიგურებს შორის ზღაპრის გმირები არიან. მასთან ნახავთ სხვადასხვა ცხოველს. ასევე, აქვს მესისა და რონალდუს ფიგურები. ხოლო პირველი, რაც გელამ გააკეთა, ცხენი და ქოხი იყო, რომლის თავზეც მოგვიანებით კარლსონი შემოსვა.
ეს ყველაფერი მან შვილიშვილის თხოვნით დაიწყო, რომელსაც ძალიან უნდოდა, რომ სახლში დიდი სათამაშოები ჰქონოდა. სურვილმა გელა აზარტში შეიყვანა და ახლა მას ეზოში მუზეუმი აქვს.
თითო ფიგურის გამოყვანასა და საბოლ„ო სახის მიცემას 10 სრული დღე სჭირდება...“
აღნიშნულ პოსტს ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.