Baby Bag

როგორ არ უნდა მოაწყოთ სახლი - აუცილებლად სანახავი ფოტოები

როგორ არ უნდა მოაწყოთ სახლი - აუცილებლად სანახავი ფოტოები

რემონტი რომ შრომატევადი და დამღლელი პროცესია, ალბათ, ეს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გამოუცდია. 

იმისთვის, რომ თქვენმა შრომამ, დაღლამ სასურველი შედეგი გამოიღოს და კრახით არ დასრულდეს, ნახეთ ფოტოები თუ როგორ არ უნდა მოაწყოთ სახლი 

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მოვიქცეთ ძლიერი ელჭექის დროს, თუ ქუჩაში ვიმყოფებით?

როგორ მოვიქცეთ ძლიერი ელჭექის დროს, თუ ქუჩაში ვიმყოფებით?

როგორ მოვიქცეთ ძლიერი ელჭექის დროს, თუ ქუჩაში ვიმყოფებით? 

პირველ რიგში, ეცადეთ თავი შეაფაროთ უახლოეს შენობას.

თუ გარშემო შენობა ან რაიმე თავშესაფარი არ არის, მაშინ დაწექით მიწაზე რკალისებურ მდგომარეობაში. ძალიან საშიშია ამ დროს გამართული დგომა, მაგრამ მიწაზე გამართულად/სწორად წოლაც არ შეიძლება, რადგან სველი მიწა შესანიშნავი ელექტროგამტარია და შეიძლება მეხი მიიზიდოს.

ტყეში ყოფნისას არასდროს დადგეთ ცალკე მდგომი ხის ქვეშ, განსაკუთრებით - მუხის, ფიჭვის, ნაძვისა და ალვის ხის ქვეშ.

გაეცალეთ კოშკებს, მაღალ ხეებს, სატელეფონო და ელექტროსადენებს, ავტობუსის გაჩერებებს, ველოსიპედს, ლითონის საგნებს.

არ ჩახვიდეთ ტბაში, მდინარეში, ზღვაში.

მოიხსენით მეტალის ნივთები და სამკაულები.

თუ ავტომობილით მგზავრობთ და აღინიშნება ძლიერი ელჭექი, გააჩერეთ მანქანა, ამოსწიეთ ყველა ფანჯარა, ჩაწიეთ რადიოანტენა და რაც მთავარია - არ გადახვიდეთ ავტომობილიდან.

ავტორი: მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე

წაიკითხეთ სრულად