ცხოველების და ფრინველების ნაშიერთა სახელები:
გარეული ცხოველების შვილები:
სპილოს შვილი - სპლიყვი;
ციყვის შვილი - დღნაჩვი;
ირმის შვილი - ნუკრი; ბიჟინა;
შვლის შვილი - ნუკრი; ბიჟინა;
ჯიხვის შვილი - ფოთრი;
კურდღლის შვილი - ბაჭია; ბაცაცი;
თაგვის შვილი - წრუწუნა; ღლაპი;
მტაცებელი ცხოველების შვილები:
ჯიქის, ლომის, ვეფხვის შვილი - ბოკვერი
მგლის, ტურის, მელიის შვილი - ლეკვი;
დათვის შვილი - ბელი;
გარეული ფრინველების შვილები:
ყვავის შვილი - ბახალა;
ხოხბის, კაკაბის, გნოლის, დურაჯის, როჭოს, შურთხის და სხვა ამგვარი ფრინველების შვილი - ლაპი;
ბეღურას, მერცხლის და სხვა წვრილი ჩიტების შვილი - ბარტყი;
მტრედის შვილი - ხუნდი;
მწყრის შვილი - ჩოჩორი;
ფარშევანგის შვილი - "ნამლევი"
ბუს შვილი - "ღლაპი"
მტაცებელი ფრინველების შვილები:
არწივი, მიმინო, ქორი, შავარდენი და სხვა მტაცებელი ფრინველების შვილი - მართვე
ყველა საბაზიერო ფრინველის მართვეს ჰქვია - ქულა
შინაური ცხოველების შვილები:
ძროხის შვილი - ხბო;
კამეჩის შვილი - ზაქი;
ცხენის შვილი - კვიცი;
ვირის შვილი - ჩოჩორი; მუტრუკი;
აქლემის შვილი - კოზაკი;
თხის შვილი - თიკანი;
ცხვრის შვილი - ბატკანი; კრავი
ღორის შვილი - გოჭი
ძაღლის შვილი - ლეკვი;
კატის შვილი - კნუტი;
შინაური ფრინველების შვილები:
ქათმის შვილი - წიწილა;
ბატის, ინდაურის შვილი - ჭუკი
იხვის შვილი - ჭუკი; ბჟიტი;
ქვეწარმავლების შვილები:
გველის შვილი - წიწილი;
წყლის ბინადრების შვილების:
თევზის შვილი - ლიფსიტა;
ლოქო - ღლავის შვილი - ღლაბუტა
წყარო: legion.ge