Baby Bag

შაბათი საღამო ამ ფილმის გარეშე არ უნდა გაატაროთ

შაბათი საღამო ამ ფილმის გარეშე არ უნდა გაატაროთ

ფილმი, რომელსაც ​Moms.ge გთავაზობთ, სამი ნაწილისგან შედგება. 

პირველი ნაწილი„ბრიჯიტ ჯონსის დღიური“. რომატიკული სასიყვარულო ისტორიაა, რომელიც ჰელენ ფილდინგის ბესტსელერის მიხედვითაა შექმნილი. ქაოტური ბრიჯიტი სნობ ადვოკატს, მარკ დარსის შეხვდება და სულ მალე ის ბრიჯიტის არასრულყოფილ სამყაროში შეაბიჯებს. ფილმის პირველი სერია იხილეთ აქ - ​ბრიჯიტ ჯონსის დღიური.

მეორე ნაწილი - „ბრიჯიტ ჯონსი 2“. იდეალური სიყვარული... იდეალური ცხოვრება. რას შეეძლო ყველაფრის გაფუჭება? ისევ ის ბრიჯიტი! დღიური კი - სხვა. ბრიჯიტი მარკ დარსისთან ურთიერთობაში, უკვე სირთულეებს განიცდის. გარდა ამისა, მას ახალი ბოსი ჰყავს. ახალ დამკვეთს ჭკუიდან გადაჰყავს და მის ცხოვრებაში ყველაზე საშინელი შვებულება იწყება. ფილმის მეორე სერია იხილეთ აქ - ​ბრიჯიტ ჯონსი 2.

    მესამე სერიაში - „ბრიჯიტ ჯონსის ბავშვი“ თითქოს ყველაფერი დალაგდა - წარმატებული კარიერა, სახლი ლონდონის ცენტრში... მაგრამ ბრიჯიტი ბრიჯიტი არ იქნებოდა, რომ არა საინტერესო ისტორიები. იგი აღმოჩნდება იქ, სადაც არაა საჭირო. ახლა კი მან არ იცის ვინაა მისი შვილის მამა - მილიონერი თუ ცნობილი ადვოკატი. ფილმის მესამე სერია იხილეთ აქ - ​ბრიჯიტ ჯონსის ბავშვი

      შეიძლება დაინტერესდეთ

      მოიხურეთ პლედი და ჭიქა ღვინოსთან ერთად ამ სასიყვარულო ისტორიას ჩაუჯექით

      მოიხურეთ პლედი და ჭიქა ღვინოსთან ერთად ამ სასიყვარულო ისტორიას ჩაუჯექით
      ​Moms.ge გთავაზობთ რეჟისორ როჯერ მიჩელის ბრიტანული კომედიას - „NOTTING HILL“. 

      1999 გადაღებული ფილმი ცნობილ მსახიობსა და უბრალო ლონდონელ წიგნის გამყიდველს შორის რომანზე მოგვითხრობს.

      მთავარი გმირები ჯულია რობერტსი და ჰიუ გრანტი არიან.
       
      ფილმი იხილეთ ბმულზე - ​„NOTTING HILL“. 

      წაიკითხეთ სრულად