დაგვეთანხმებით, რომ საჭმელი, ოჯახი, გართობა - ეს სამი სიტყვა სრულყოფილად აღწერს სამზარეულოს, სადაც ყველას უყვარს შეკრება. თუმცა ყველა სამზარეულო ასეთი როდია. ნახეთ ფოტოები, სადაც ფუსფუსი და შეკრება ნაკლებად მოგინდებათ.
როდესაც ბავშვი პრეტენზიული ხდება და ჭირვეულობს, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ამ შემთხვევაში?
ბავშვის ჭირვეულობის მიზეზი ამ შემთხვევაში ჯანმრთელობის პრობლემები არ არის. ყველა ეს პრობლემა პედაგოგიკის სფეროს განეკუთვნება. თქვენ გადაწყვეტილებას იღებთ, ბავშვი აპროტესტებს, ყვირის, წინააღმდეგობას გიწევთ, რის გამოც თქვენ გადაწყვეტილებას ცვლით. აუცილებელია, რომ მშობლებმა მოილაპარაკონ და გარკვეულ შეთანხმებამდე მივიდნენ. თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ჭამის დროა, ან გარკვეული საკვები ბავშვმა არ უნდა მიიღოს, ან რამდენიმე წამით მისი მარტო დატოვება გინდათ, ეს გადაწყვეტილება აღარ უნდა შეცვალოთ.
მშობლებს ეშინიათ, რომ ხანგრძლივი ტირილი ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაზე ნეგატიურად აისახება. ამ შიშის გამო ისინი ხელს უწყობენ ბავშვის ისეთი ქცევის მოდელის ჩამოყალიბებას, რომელიც მის განვითარებაზე უარყოფითად ზემოქმედებს და მას ადამიანებთან ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ხელს უშლის. ჩემი გულწრფელი რჩევაა, ატირებულ ბავშვთან თავი ხელში აიყვანოთ და ბავშვი პედაგოგიკის საზოგადოდ აღიარებული კანონების მიხედვით აღზარდოთ. აღზრდის მთავარი პასუხისმგებლობა სწორედ მშობლებს ეკისრებათ და არა ერთი წლის ბავშვს.