Baby Bag

10 ფილმი, რომელიც 6 წლამდე ასაკის ბავშვს აუცილებლად უნდა აჩვენოთ

10 ფილმი, რომელიც 6 წლამდე ასაკის ბავშვს აუცილებლად უნდა აჩვენოთ

ბავშვები ფილმების დახმარებით სამყაროს შეცნობას  ​სწავ​ლობენკინემატოგრაფთან ზიარება ნაადრევი არასდროს არის. გთავაზობთ 10 საუკეთესო ფილმს, რომელიც 6 წლამდე ასაკის ბავშვს აუცილებლად უნდა აჩვენოთ.

1. სათამაშოების ისტორია

სათამაშოების ისტორია პირველი კომპიუტერული ანიმაციაა და მსგავსი ფორმატით ანიმირებულ ფილმებს შორის დღემდე საუკეთესო ნამუშევრად ითვლება. უმჯობესია, თუ ფილმს ბავშვთან ერთად უყურებთ და მას ანიმაციის სამყაროსთვის „სათამაშოების ისტორიის“ მნიშვნელობას კარგად აუხსნით. ბავშვი გაცოცხლებული სათამაშოების თავგადასავლებით აუცილებლად მოიხიბლება.

2. მეფე ლომი

დისნეის ისეთ საოცარ ნამუშევრებთან ერთად, როგორებიცაა „ურჩხული და მზეთუნახავი,“ „ალადინი“ და „პატარა ქალთევზა“, „მეფე ლომი“ კინოს ისტორიაში ნამდვილად ღირსეულ ადგილს იკავებს. ბავშვებს ანიმაციის ყურებისას შექსპირზე მცირედი ცნობები მიაწოდეთ, რადგან მეფე ლომი სწორედ შექსპირის „ჰამლეტის“ მიხედვით არის გადაღებული. როგორც წესი, პატარები ელტონ ჯონის საოცარი შესრულებითა და ხმითაც მოხიბლულები რჩებიან.

3. კოსმიური შეჯიბრი

„კოსმიური შეჯიბრის“ ყურებისას ბავშვი უამრავ ინფორმაციას იღებს. ის ეცნობა ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელს, საუკეთესო ანიმაციურ პერსონაჟს, ეზიარება 90-იანი წლების განწყობებს. „კოსმიური შეჯიბრის“ პირველ ეპიზოდში ბავშვებს მაიკლ ჯორდანის გაცნობის საშუალება აქვთ, მეორე ეპიზოდში კი - შესანიშნავი ლებრონ ჯეიმსის. ესაუბრეთ მათ „კოსმიური შეჯიბრის“ მსგავსი სხვა ფილმების შესახებაც, რომლებშიც ანიმაცია და ცოცხალი შესრულება საუცხოოდ არის კომბინირებული, მაგ. „მერი პოპინსი,“ „ვის უნდოდა კურდღელი როჯერის გაყიდვა?“

4. ბავშვი

მუნჯი კინოს ეს შავ-თეთრი შედევრი, შესაძლოა, ბევრ მშობელს მოძველებულად და თანამედროვე ბავშვისთვის მოსაწყენ ფილმადაც მოეჩვენოს, მაგრამ ჩარლი ჩაპლინის ამ საოცარ ნამუშევარს აქტუალობა ჯერ კიდევ არ დაუკარგავს. აუცილებელია, რომ ბავშვს ადრეული ასაკიდანვე ჩამოუყალიბოთ კარგი გემოვნება. ჩაპლინის გაცნობა ნაადრევი არასდროსაა.

5. მევიოლინე სახურავზე

ბავშვები ხარისხიანი მიუზიკლების ყურებასაც უნდა მიაჩვიოთ. მართალია, აღნიშნული ფილმი საკმაოდ დიდხანს გრძელდება (ის სამ საათიანია), მაგრამ მისი ყურებისას ბავშვს უამრავი კარგი სიმღერის მოსმენა შეუძლია. გარდა ამისა, „მევიოლინე სახურავზე“ ბავშვისთვის ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო და სახალისო გაკვეთილია.

6. საოცრება 34-ე ქუჩაზე

„საოცრება 34-ე ქუჩაზე“ საუკეთესო სადღესასწაული ფილმია, რომელიც ბავშვმა ოჯახთან ერთად აუცილებლად უნდა ნახოს. თქვენს შვილს მსგავსი სიამოვნების მიღების შესაძლებლობა არ უნდა წაართვათ.

7. ვილი ვონკა და შოკოლადის ქარხანა

აღნიშნული ფილმი ნამდვილი სასწაულია, რომელიც ბავშვთან ერთად ოჯახურ გარემოში უნდა ნახოთ. „ ვილი ვონკა და შოკოლადის ქარხანა“ ოსკარ უალიდის ცნობილი პიესის „როგორი მნიშვნელოვანია, ვიყოთ სერიოზული“ მიხედვით არის გადაღებული. სასურველია ბავშვს ფილმის ორიგინალი ვერსია აჩვენოთ და არა - რიმეიქი.

8. მერი პოპინსი

დისნეის შედევრი „მერი პოპინსი“ ანიმაციისა და ცოცხალი შესრულების საოცარი ნაზავია, რომელიც ნებისმიერ ასაკში მყოფ ადამიანს ხიბლავს. ზღაპრული ძიძის ისტორიის ყურება ბავშვს საოცარ განწყობაზე დააყენებს.

9. მაპეტების განძთა კუნძული

განძის საძიებლად საზღვაო მოგზაურობაში წასული გმირების ისტორიით ნებისმიერი პატარა მოიხიბლება. ფილმის მთავარი გმირი კაპიტან ჯეკ ბეღურას ანალოგია, რომელიც ბავშვების გულის მოგებას მარტივად ახერხებს. ფილმის მუსიკალური გაფორმება კი კინოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

10. უოლესი და გრომიტი - ნავსი შარვალი

თანამედროვე ანიმაციური ფილმების უმეტესობა ძალიან ხმაურიანი და მძაფრსიუჟეტიანია. უოლესისა და გრომიტის ანიმაცია კი თანამედროვე ანიმაციისგან ძალიან განსხვავდება და ბავშვის განწყობაზე დადებითად ზემოქმედებს. „უოლესი და გრომიტი - ნავსი შარვალი“ ბრიტანული კომედიის ნამდვილი კლასიკაა, რომელიც არამხოლოდ ბავშვებს, ზრდასრულებსაც ხიბლავს ჯანსაღი იუმორით. ფილმი ექსცენტრიკული გამომგონებლის უოლესისა და მისი ერთგული ძაღლის გრომიტის თავგადასავლებს გვაცნობს.

ავტორი: ია ნაროუშვილი

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგ​უფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„გამარჯობა, მე ვარ ანნა“ - გაიცანით, ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის შვილი (ფოტოები)

„გამარჯობა, მე ვარ ანნა“ - გაიცანით, ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის შვილი (ფოტოები)

ჯანეტ ქერდიყოშვილმა და ნოე სულაბერიძემ შვილის ფოტოები გაასაჯაროვეს. „გამარჯობა, მე ვარ ანნა და დღეიდან ეს ჩემი ინსტაგრამია“ (Hello, my name is Anna S. and from today this is my instagram) - ამ წარწერით გამოაქვეყნა ჯანეტ ქერდიყოშვილმა ქალიშვილის ფოტო, რომელსაც ათასობით მოწონება და არაერთი კომენატრი აქვს.

--insta--

ნოემ ინსტაგრამის გამომწერებს კითხვით მიმართა - ვის ჰგავს პატარა ანნა? როგორც უმეტესობა აღნიშნავს, ბავშვი დედას ჰგავს.

ჯანეტ ქერდიყოშვილსა და ნოე სულაბერიძეს ქალიშვილი იანვარში შეეძინათ. „მის საქართველო 2011-მა“ ჩაჩავას კლინიკაში იმშობიარა.


წაიკითხეთ სრულად