Baby Bag

თუ ვერ იძინებთ, ზუსტად ის დროა, ამ ფილმს რომ ჩაუჯდეთ

თუ ვერ იძინებთ, ზუსტად ის დროა, ამ ფილმს რომ ჩაუჯდეთ

თუ ოჯახის წევრებს სძინავთ და მხოლოდ თქვენ ვერ იძინებთ, მაშინ დროა, ამ ფილმს ჩაუჯდეთ. ფილმების მარტო ყურებას სულ სხვა ხიბლი აქვს. შენს გრძნობებს, ემოციებს არ მალავ, სიუჟეტს ყურადღებით აკვირდები, დიალოგებს გულდასმით უსმენ. 2010 წელს გამოშვებული მელოდრამა - „Last Night“ იმ ფილმების კატეგორიას მიუკუთვნება, რომელსაც მარტო უნდა ჩაუჯდე. 

ფილმის მოკლე მიმოხილვა ასეთია: ისტორია დაქორწინებულ წყვილზე, რომელსაც ერთი ღამე სხვადასხვა ადგილას ყოფნა უწევს, რადგან ქმარი მივლინებაში წავა მის თანამშრომელ ქალთან ერთად, რომელიც მას ძალიან იზიდავს. სანამ ქმარი ცდილობს ცდუნებას შეეწინააღმდეგოს, ცოლი ყოფილ სიყვარულს შეხვდება...

მელოდრამა იხილეთ ბმულზე - ​„Last N​ight“. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. Მოიწონეთ გვერდი Momsedu.ge - მცოდნე დედებისთვის


    შეიძლება დაინტერესდეთ

    როგორი იყო მაცხოვრის სიცოცხლის ბოლო 12 საათი - ფილმი, რომელმაც მწვავე კრიტიკა დაიმსახურა

    როგორი იყო მაცხოვრის სიცოცხლის ბოლო 12 საათი - ფილმი, რომელმაც მწვავე კრიტიკა დაიმსახურა
    ​MomsEdu.ge გთავაზობთ აღდგომის თემატიკაზე გადაღებულ ფილმს, რომელმაც მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. 2004 წელს გადაღეული ფილმის - ,,ქრისტეს ვნებანი" რეჟისორი მელ გიბსონია. 

    ,,ქრისტეს ვნებანი" მხატვრული ფილმია, სადაც აღწერილია მაცხოვრის სიცოცხლის ბოლო 12 საათი. ქრისტეს წამების სცენების ზედმიწევნით რეალისტურად ასახვისათვის, რეჟისორმა მელ გიბსონმა მაყურებლებისა და კრიტიკოსების მხრიდან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა, განსაკუთრებით კი ებრაული საზოგადოებისგან. ფილმი არაბულ, ლათინურ და ძველ ებრაულ ენებზეა ნათარგმნი. როლებს არაპროფესიონალი მსახიობებიც ასრულებენ, რაც ასევე კამათის საგანი გახდა.

    ფილმი იხილეთ ბმულზე -​ ,,ქრისტეს ვნებანი" 

    წაიკითხეთ სრულად