„დისნეის“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული ანიმაციური ფილმი, „მეფე ლომი“ ეკრანებზე ბრუნდება. „სიმბას“ პრემიერა 2019 წლის 19 ივლისს იგეგმება.
„მეფე ლომის“ ახალ ვერსიაში პერსონაჟებს ახმოვანებენ - ბიონსე, ჯონ ოლივერი, დონალდ გლოვერი და სხვები. ფილმის რეჟისორი კი ჯონ ფავროა, რომელმაც „რკინის კაცი“ გადაიღო.
„მეფე ლომის“ ყველასთვის ცნობილი ვერსია 1994 წელს შეიქმნა.