Baby Bag

ფილმის პერსონაჟი, რომელიც წესით, ყველას უნდა ახსოვდეს

ფილმის პერსონაჟი, რომელიც წესით, ყველას უნდა ახსოვდეს

​MomsEdu.ge გთავაზობთ ფილმს, რომლის პერსონაჟიც წესით, ყველას უნდა ახსოვდეს. 

,,მისის დაუთფაიერი'' - ასე ჰქვია ფილმს, რომელიც ამავე დროს პერსონაჟის გვარიცაა.

ფილმის შინაარსი კი ასეთია:

მოსიყვარულე მაგრამ უპასუხისმგებლო მამა, დანიელ ჰილარდი, მის განრისხებულ მეუღლეს დასცილდა და ამით საშინელი დარტყმა მიიღო: სასამართლომ შვილების მონახულების უფლება კვირაში მხოლოდ ერთხელ მისცა. როცა დანიელი შეიტყობს, რომ ყოფილ ცოლს სახლის და ბავშვების მოსავლელად მოახლე სჭირდება, იგი ქალად გადაიცვამს და მისი შვილების ინგლისელი ძიძა გახდება. მალე იგი არამარტო ბავშვების საუკეთესო მეგობარი, არამედ ისეთი მშობელი გახდება, როგორიც სჯობდა თავიდანვე ყოფილიყო.

ფილმი იხილეთ ბმულზე - ​,,მისის დაუთფაიერი​''

Მოიწონეთ გვერდი Momsedu.ge - მცოდნე დედებისთვის

შეიძლება დაინტერესდეთ

ფილმი, რომელიც ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს ნანახი უნდა ჰქონდეს

ფილმი, რომელიც ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს ნანახი უნდა ჰქონდეს

​MomsEdu​.GE გთავაზობთ ფილმს - „საოცრება“, რომელსაც აუცილებლად სანახავ ფილმთა სიაში შეიყვანთ. ფილმი დაფუძნებულია ნიუ-იორკ ტაიმსის ამავე დასახელების ბესტსელერ წიგნზე. 

როგორია ფილმის სიუჟეტი?ავგუსტი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც უყვარს ვიდეო თამაშები, მის ძაღლთან ერთად სეირნობა, „ვარსკვლავური ომების" ყურება, დაიკოსთან ჩხუბი და შერიგება. მაგრამ ამავე დროს იგი ჩვეულებრივი ბიჭი არაა, მას არასოდეს უვლია სკოლაში. 

იგი გენეტიკური დეფორმაციით დაიბადა - სახე არ აქვს. ავგუსტმა 30 ოპერაცია გადაიტანა და მიუხედავად ამისა, მაინც არ გავს სხვა ბავშვებს. ერთ დღეს კი მას სკოლაში წასვლა მოუწევს. მისი თანატოლები ცუდად ექცევიან, მაგრამ თავად მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაამტკიცოს, რომ გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს.

ფილმი იხილეთ ბმულზე -​ „საოცრება“

წაიკითხეთ სრულად