Baby Bag

10 სახალისო ილუსტრაცია, რომელიც ორსული ქალბატონების ყოველდღიურობას ასახავს

10 სახალისო ილუსტრაცია, რომელიც ორსული ქალბატონების ყოველდღიურობას ასახავს

ორსულობა ქალის ცხოვრებას მთლიანად ცვლის. ნებისიმიერი ქალბატონის ცხოვრებაში ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდი დაუვიწყარი და განუმეორებელია. ის სავსეა სიხარულით, მღელვარებით და მოლოდინით. ორსულ ქალბატონებს საათობით შეუძლიათ საუბარი უძილობის, გულისრევის შეგრძნების, ხასიათის ცვალებადობის, წონის მატებისა და სხვა პრობლემების შესახებ, რომლებიც ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე იჩენს თავს.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული ილუსტრაციები ორსული ქალბატონების ყოველდღიური ცხოვრების თავისებურებებსა და მნიშვნელოვან ასპექტებს ასახავს.

















მომზადებულია: Brightside.me-ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

მშობელს თავისი შეცდომის აღიარება უნდა შეეძლოს

მშობელს თავისი შეცდომის აღიარება უნდა შეეძლოს
ჩვილი ბავშვები არასდროს ცრუობენ, თუმცა საუბრის დაწყებასთან ერთად ბავშვი ტყუილის თქმასაც ​სწავლობს. პატარები სიცრუის თქმის გამო ყოველთვის არ უნდა გააკრიტიკოთ, რადგან განვითარების საწყის ეტაპზე ტყუილის თქმა ბავშვის კოგნიტური უნარების დახვეწაზე მიგვანიშნებს. მშობლების მხრიდან აქტიური ჩარევა და ბავშვის სწორად აღზრდა მას ცუდისა და კარგის გარჩევას ასწავლის. თუ გსურთ ბავშვი გულახდილი იყოს და ტყუილის თქმას გადაეჩვიოს, დაეხმარეთ მას სწორად ჩასწვდეს სიცრუისა და სიმართლის არსს, იცოდეს თითოეული მათგანის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ბავშვის სწორად აღზრდა მარტივი არ არის. თქვენი შვილი რომ გულახდილობას მიაჩვიოთ, შესაძლოა, ამისთვის წლები დაგჭირდეთ. ვაღიაროთ, რომ სიმართლის თქმა მარტივი არასდროსაა. სრულფასოვანი გულწრფელობა სოციალურად მიუღებელიც კია და ასეთად ყოფნა არც თქვენს შვილს არგებს რამეს. კომპლექსური სწავლებითა და მოთმინებით ბავშვს აუცილებლად ასწავლით, თუ როდის არის აუცილებელი სიმართლის თქმა და როდის არ უნდა ისაუბროს ხმამაღლა თავის განცდებსა და ფიქრებზე.

კარგისა და ცუდის გარჩევას ბავშვი 5-6 წლის ასაკში სწავლობს. როდესაც სკოლაში მიდის, მან სიმართლისა და სიცრუის შესახებ ბევრი რამ უნდა იცოდეს. შედარებით პატარა ასაკში ბავშვებმა იციან, რომ არსებობს ცუდი და კარგი ქცევები. ისინი თავიანთ მშობლებს აკვირდებიან და დასკვნები მათი ქცევებიდან გამომდინარე გამოაქვთ.

მშობელი თავად უნდა იყოს გულწრფელი

სიცრუისა და სიმართლის გარჩევა ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე უნდა ასწავლოთ, თუმცა ეცადეთ ამ დროს მათ თავად არ უთხრათ ბევრი სიცრუე. თუ მამა სახლშია, დედას კი ბავშვები სასეირნოდ ჰყავს წაყვანილი, სადაც ბავშვებთან ერთად მაღაზიების თვალიერებით ერთობა, შინ მისულმა თავის მეუღლეს არ უნდა უთხრას, რომ მას და ბავშვებს საცობების გამო შინ მოსვლა დააგვიანდათ. პატარები ყველაფერს ამჩნევენ და იმახსოვრებენ. თქვენი ქცევა მათთვის ყოველთვის სამაგალითოა.

მშობელს თავისი შეცდომის აღიარება უნდა შეეძლოს

მშობელმა თავისი შეცდომა ყოველთვის უნდა აღიაროს. თუ ბავშვებთან ერთად პიკნიკზე მიდიხართ და მათი საყვარელი ტკბილეული სახლში დაგრჩებათ, გულახდილად უთხარით, რომ შეცდომა დაუშვით და მოუბოდიშეთ კიდეც. ამაში ცუდი არაფერია. ბავშვი თქვენს ქმედებებს აუცილებლად გაიმეორებს.

მშობელი ბავშვისთვის ავტორიტეტი უნდა იყოს და არა ავტორიტარი

გულახდილი ბავშვის აღზრდას დიდი მოთმინება სჭირდება. ბავშვი ზრდასთან ერთად მშობლების წინაშე გულწრფელობას კარგავს, რადგან ხშირ შემთხვევაში სასჯელი აშინებს. არ აქვს მნიშვნელობა რა პრინციპებით ზრდით ბავშვს, თუ ის თქვენს მითითებას გადაუხვევს, მიეცით საშუალება თავისი ქცევის მიზეზებზე გულახდილად დაგელაპარაკოთ. თუ მას ამის უფლებას არ მისცემთ, მომავალში ყველაფერს დაგიმალავთ. მოუსმინეთ თქვენს შვილს. ესაუბრეთ იმ უმთავრეს პრინციპებზე, რომლის მიხედვითაც მას ზრდით. აუცილებლად შეაქეთ გულახდილობის გამო.

ასწავლეთ ბავშვს წიგნებისა და ფილმების დახმარებით

ბავშვებთან ერთად ხშირად იკითხეთ, ფილმებს უყურეთ და შემდეგ ნანახსა და წაკითხულზე გულახდილად ისაუბრეთ. აუხსენით თქვენს შვილს, რატომ მოგწონთ ან არ მოგწონთ ესა თუ ის პერსონაჟი. მატყუარა პერსონაჟების ქცევები გააანალიზეთ, ასწავლეთ თქვენს შვილს, თუ რატომ იქცევა ესა თუ ის გმირი არასწორად.

მშობელმა უნდა იცოდეს, რომ გულწრფელობას ბავშვი ერთ დღეში ვერ ისწავლის

მცირეწლოვან ბავშვებს მარტივი სიმბოლოებით და ფრაზებით უნდა ასწავლოთ, მაგრამ თინეიჯერები კომპლექსური ქცევებისა და აბსტრაქტული კონცეფციების ანალიზს ეჩვევიან. თინეიჯერებს ბევრად რთული ცხოვრება აქვთ, ვიდრე მცირეწლოვან პატარებს. ისინი სკოლაში ძალიან ბევრ დაბრკოლებას ხვდებიან, იცნობენ ახალ ადამიანებს, წვეულებებზე დადიან. მშობელმა თავის შვილს უნდა ასწავლოს, თუ რატომ არის გულწრფელობა ძლიერი სოციალური იარაღი და რატომ არ უნდა ცრუობდეს ადამიანი, რომელსაც სოციუმში ნორმალურად ცხოვრება სურს. არსებობენ ბავშვები, რომლებიც კონფრონტაციას ყოველთვის გაურბიან. დარწმუნდით, რომ თქვენი შვილიც დაპირისპირების ან უთანხმოების შიშით ტყუილში ცხოვრებას არ ეჩვევა. ბავშვს აუცილებლად უნდა ესაუბროთ. მისთვის სწორი რჩევებისა და რეკომენდაციების მიცემა რომ შეძლოთ, მის ცხოვრებას კარგად უნდა იცნობდეთ.

ავტორი: ია ნაროუშვილი
წაიკითხეთ სრულად