Baby Bag

5 ფილმი, რომელიც გვიჩვენებს, რომ ოჯახი ყველაფერია

5 ფილმი, რომელიც გვიჩვენებს, რომ ოჯახი ყველაფერია

ოჯახის შესახებ გადაღებული შთამაგონებელი ფილმების ყურება ადამიანებს ხშირად არასწორი გადაწყვეტილებების მიღებისგან იცავს და მათთვის სტიმულის მიმცემია. ჩვენს სტატიაში 5 ფილმს გაგაცნობთ, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ადამიანისთვის ოჯახი ყველაფერია:

1. „ღრუბლებში გასეირნება“

ამ ფილმის ნახვის შემდეგ დაიჯერებთ, რომ ისეთ უნივერსალურ ღირებულებებს, როგორებიცაა სილამაზე და სიყვარული, სამყაროს გადარჩენა ჯერ კიდევ შეუძლიათ. არაჩვეულებრივი მუსიკა, ნიჭიერი მსახიობები და დამაინტრიგებელი სიუჟეტი - ეს ის მიზეზებია, რომელთა გამოც ამ ფილმს აუცილებლად უნდა უყუროთ.

2.  „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“

„კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია, რომელიც იდეალურ ოჯახზე მეოცნებე ახალგაზრდებმა აუცილებლად უნდა ნახონ. ყველა ოჯახს თავისი დრამა აქვს. ეს ყველას უნდა გვახსოვდეს. დასტინ ჰოფმანი და მერილ სტრიპი განქორწინების პირას მყოფ წყვილს თამაშობენ, რომლებიც მოთმინებას და სხვისი ინტერესების საკუთარ სურვილებზე წინ დაყენებას ნელ-ნელა სწავლობენ.

3. ისტორია ჩვენს შესახებ“

ძალიან სენტიმენტალური ისტორია, რომელიც გვასწავლის, რომ უმნიშვნელო დეტალებს ყველაფრის დანგრევა შეუძლიათ, რაც გვაქვს. მიშელ პფაიფერი და ბრიუს უილისი მძიმე ვითარებაში აღმოჩენილ წყვილს თამაშობენ.

4. „მოხატული პირბადე“

უილიამ სომერსეტ მოემის ნოველის მიხედვით გადაღებული ფილმი ქოლერის ეპიდემიის დროს დაბადებულ სიყვარულზე მოგვითხრობს. ფილმის გმირების სიყვარულის ისტორია საოცრად მომხიბვლელია. ფილმის მთავარი სათქმელი შემდეგია: ნამდვილი სიყვარული წამიერი ვნებებით არ იბადება, ის გაგებითა და მოთმინებით იზრდება და ყალიბდება.

5. „შენი, ჩემი და ჩვენი“

ეს დიდებული ფილმი მთელმა ოჯახმა ერთად უნდა ნახოს. არაჩვეულებრივი მსახიობები, ლამაზი მუსიკა და საოცარი იუმორი - სხვა რა უნდა ინატროთ, როდესაც კარგი კომედიური ჟანრის ფილმის ყურება გსურთ?!

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ ვერ იძინებთ, ზუსტად ის დროა, ამ ფილმს რომ ჩაუჯდეთ

თუ ვერ იძინებთ, ზუსტად ის დროა, ამ ფილმს რომ ჩაუჯდეთ

თუ ოჯახის წევრებს სძინავთ და მხოლოდ თქვენ ვერ იძინებთ, მაშინ დროა, ამ ფილმს ჩაუჯდეთ. ფილმების მარტო ყურებას სულ სხვა ხიბლი აქვს. შენს გრძნობებს, ემოციებს არ მალავ, სიუჟეტს ყურადღებით აკვირდები, დიალოგებს გულდასმით უსმენ. 2010 წელს გამოშვებული მელოდრამა - „Last Night“ იმ ფილმების კატეგორიას მიუკუთვნება, რომელსაც მარტო უნდა ჩაუჯდე. 

ფილმის მოკლე მიმოხილვა ასეთია: ისტორია დაქორწინებულ წყვილზე, რომელსაც ერთი ღამე სხვადასხვა ადგილას ყოფნა უწევს, რადგან ქმარი მივლინებაში წავა მის თანამშრომელ ქალთან ერთად, რომელიც მას ძალიან იზიდავს. სანამ ქმარი ცდილობს ცდუნებას შეეწინააღმდეგოს, ცოლი ყოფილ სიყვარულს შეხვდება...

მელოდრამა იხილეთ ბმულზე - ​„Last N​ight“. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. Მოიწონეთ გვერდი Momsedu.ge - მცოდნე დედებისთვის


    წაიკითხეთ სრულად