Baby Bag

ამ სამ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა მხოლოდ გენიოსებს ან შიზოფრენიით დაავადებულებს შეუძლიათ

ამ სამ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა მხოლოდ გენიოსებს ან შიზოფრენიით დაავადებულებს შეუძლიათ

ადამიანები გარკვეულ კითხვებზე პასუხის გაცემით საკუთარი თავის შესახებ ძალიან ბევრ რამეს იგებენ. ფსიქოლოგები პაციენტებს ხშირად უსვამენ ისეთ კითხვებს, რომელთა დახმარებითაც იგებენ, სჭირდება თუ არა ადამიანს პროფესიონალის დახმარება ან არის თუ არა ის გენიოსი. იმის მიხედვით, თუ როგორ უპასუხებთ ჩვენ მიერ დასმულ სამ კითხვას, გაიგებთ, გენიოსი ხართ თუ შიზოფრენიით დაავადებული.

1. რა საერთო აქვთ ჩაიდანსა და გემს?

სწორი პასუხი

2. რა საერთო აქვთ მანქანის ბორბალსა და ქარიშხალს?

სწორი პასუხი

3. რა საერთო აქვთ ფეხსაცმელსა და ფანქარს?

სწორი პასუხი

მოცემულ კითხვებზე პასუხები თუ არ გაქვთ, ნუ აღელდებით, თქვენ სავსებით ნორმალურად აზროვნებთ. თუ კითხვებზე პასუხი მარტივად იპოვეთ, ე.ი. ფსიქოლოგიური პრობლემები გაქვთ და პროფესიონალის კონსულტაცია არ გაწყენდათ.

აღნიშნული კითხვები „დაპირისპირების მეთოდის“ მაგალითია. როდესაც ჩვეულებრივად მოაზროვნე ადამიანს ჰკითხავთ, რა საერთო აქვთ ყვავსა და მერხს, ის მარტივად გიპასუხებთ, რომ მათ საერთო არაფერი აქვთ. გარკვეულწილად ისინი მართლები არიან, რადგან მერხისა და ყვავის შედარება წარმოუდგენელია. შიზოფრენიით დაავადებული ადამიანი მოცემულ კითხვაზე სიღრმისეული პასუხების მოძიებას დაიწყებს. შესაძლოა, მან გიპასუხოთ, რომ მერხზე ადამიანები დებენ ფურცელს, რომელზეც წერენ. საწერ მასალად კი მათ ყვავის ფრთის გამოყენება შეუძლიათ.

როგორ უნდა მიხვდეთ გენიოსი ხართ თუ შიზოფრენიით დაავადებული? პასუხი მარტივია. საქმე იმაშია, რომ ეს უკანასკნელი პასუხს სწრაფად და დაუფიქრებლად გეტყვით, ხოლო გენიოსი დაფიქრდება, ის მარტივი პასუხით არ შემოიფარგლება, გონებას დაძაბავს და უნიკალური პასუხით გაგაოცებთ.

მომზადებულია brightside.me-ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი ​მცოდნე დედები​

შეიძლება დაინტერესდეთ

პატარძლების საოცარი ტრანსფორმაცია - გოგოები მაკიაჟამდე და შემდეგ

პატარძლების საოცარი ტრანსფორმაცია - გოგოები მაკიაჟამდე და შემდეგ

როგორც წესი, ქორწილის დღეს სტუმრებს შორის ყველაზე მეტად განხილვადი თემაა, თუ როგორ გამოიყურება პატარძალი - მნიშვნელოვანია როგორი კაბა აცვია მას, როგორი ვარცხნილობა აქვს. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პატარძლის მაკიაჟს.

ვიზაჟისტი არბერი პროფესიონალი ხელოვანია. მისი ნამუშევრები მაკიაჟის საოცარ შესაძლებლობებში დაგარწმუნებთ. ხელოვანი მის მიერ შექმნილ მაკიაჟის ფოტოებს ინსტაგრამზე აქვეყნებს, სადაც 262 ათასი გამომწერი ჰყავს.

იხილეთ 11 ფოტო, რომლებიც პატარძლების საოცარ ტრანსფორმაციას ასახავს:


იხილეთ ასევე:

15 ფოტო, რომელიც ​დაგარწმუნებთ​, რომ საბანკეტო კაბა არ უნდა გამოიწეროთ

13 ხერხი, თუ როგორ გავთხოვდეთ მარტივად - გასული საუკუნის სახალისო რჩევები

დაუჯერებელია, მაგრამ ორივე ფოტოზე ერთი და იგივე ადამიანია გამოსახული

​გოგოების უმრავლესობა ასეთ საქორწილო კაბაზე ოცნებობს

​ჩინელი ქალი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს დაემსგავსოს

​ადამიანები, რომლებიც ძალიან ჰგვანან „სელებრითებს“ - 12 გასაოცარი მსგავსება

წაიკითხეთ სრულად