Baby Bag

დედას ჰგავს თუ მამას - ​ბერა ივანიშვილმა შვილის სახე გამოაჩინა

დედას ჰგავს თუ მამას - ​ბერა ივანიშვილმა შვილის სახე გამოაჩინა

ბერა ივანიშვილმა ინსტაგრამზე შვილის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც პატარას სახე უჩანს. პირველ ფოტოზე ბერუკა 1 თვისაა, მე-2 ფოტოზე - 2-ის.

  

ბერა ივანიშვილსა და ნანუკა გუდავაძეს ვაჟი 2019 წლის ნოემბერში შეეძინათ.

შეიძლება დაინტერესდეთ

რა სიმპტომებით ვლინდება ბავშვებში D ვიტამინის დეფიციტი? - ენდოკრინოლოგი ნათია ვაშაყმაძე

რა სიმპტომებით ვლინდება ბავშვებში D ვიტამინის დეფიციტი? - ენდოკრინოლოგი ნათია ვაშაყმაძე

ენდოკრინოლოგმა ნათია ვაშაყმაძემ ბავშვებში D ვიტამინის დეფიციტის მიმანიშნებელი სიმპტომების შესახებ ისაუბრა:

„D ვიტამინის დეფიციტი, როგორც წესი, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. იშვიათად შესაძლებელია ახალშობილებში ყიფლიბანდის გვიან დახურვა იყოს, ფეხის ადგმა იყოს დაგვიანებული, ოფლიანობა იყოს გამოხატული. ღრმა დეფიციტის დროს ვითარდება რაქიტი, ძვლების დეფორმაციით და ა.შ.“

ნათია ვაშაყმაძის თქმით, არსებობს რისკ-ფაქტორები, რომელთა შემთხვევაში D ვიტამინის დონის შეფასება სიმპტომების არარსებობის მიუხედავად საჭიროა:

„არსებობს გარკვეული ​რისკ-ფაქტორები, როდესაც რეკომენდებულია, რომ D ვიტამინის დონე შეფასდეს, იმის მიუხედავად აქვს თუ არა ადამიანს სიმპტომი. ერთ-ერთი არის მზის ნაკლებობა, თუ დღის პერიოდის განმავლობაში დროის უმეტეს ნაწილს შინ ვატარებთ, ასევე ბუნებრივად მუქი ფერის კანი. რაც უფრო მუქია კანი, მით უფრო უჭირს მას D ვიტამინის წარმოქმნა.“

„სიმსუქნე ბავშვებშიც და დიდებშიც ხელისშემწყობია D ვიტამინის დეფიციტის განვითარების. გარდა ამისა გარკვეული მედიკამენტები, მზისგან დამცავი კრემებიც აფერხებს მნიშვნელოვნად D ვიტამინის წარმოქმნას. D ვიტამინის დანამატების და მისგან სარგებლის მიღებას აზრი აქვს მხოლოდ დეფიციტის შემთხვევაში,“ - აღნიშნულ საკითხზე ნათია ვაშაყმაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად