Baby Bag

უნდა გაწმინდოს თუ არა მაწოვარა დედამ თავისი ნერწყვით?

უნდა გაწმინდოს თუ არა მაწოვარა დედამ თავისი ნერწყვით?

ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე დედის ნერწყვის შესახებ ვიდეომიმართვაში საუბრობს.

„ალბათ, ბევრს გინახავთ, როდესაც ბავშვს დაუვარდებოდა საწოვარა, დედა პირში ჩაიდებდა, გაწმენნდა და მერე დაუბრუნებდა ახალშობილს. ეს ქცევა რეკომენდებული არ არის. ძირს დავარდნილია, ბინძურია, ის დედამაც უნდა ჩაიდოს პირში და საკუთარ თავსაც საფრთხეში იგდებს და არ არის ეს სწორი. თავიდან ეგონათ, რომ ეს იყო მავნე, მაგრამ შვედებმა შეისწავლეს და ნახეს, რომ დედის ნერწყვი, როდესაც ხვდება ახალშობილის პირის ღრუში, მისთვის ძალიან სერიოზული სარგებლის მომტანია. და რანაირად? დედის ნერწყვი შეიცავს უამრავ ლიზოციმს, რომელიც ბაქტერიებს შლის, უამრავ ლაქტოფენს, რომელიც ბაქტერიებს რკინას ართმევს, რომ არ გამრავლდნენ, უამარავ ანტისხეულს, რომელიც შლის პირის ღრუში ბაქტერიების გამრავლების უნარს. დედის ნერწყვი იცავს ახალშობილის პირის ღრუს ინფექციისგან.

ასევეა დედის რძე, მასში იმდენი ანტისხეულია, იმდენი დამცველობითი ცილა არის, რომ ბავშვი 6 თვე გარანტირებულად დაცულია უამრავი ინფექციისგან. საწოვარას თემას რომ დავუბრუნდეთ, ამბობენ, რომ შეიძლება, ამან პოტენციურად შეუმციროს ახალშობილს ალერგიული დავადების განვითარების რისკი შემდეგში - ბრონქული ასთმა, ეგზემა, ატოპიური დერმატიტი და სხვა,“ - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.

ნახეთ ვიდეო ☝️

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების​ ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ მდედრობითი სქესის ხარ, 25 წლის ზევით უკვე უნდა დაიწყო საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა ონკოლოგიური კუთხით,“- გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ონკოლოგიური რისკების თავიდან ასაცილებლად, ადამიანებს ურჩია ასაკის შესაბამისად გარკვეული კვლევები ჩაიტარონ:

„მინდა, კარგად დაიმახსოვრო, როდესაც ასაკით გახდები 25 წელს ზევით, თუ მდედრობითი სქესის ხარ, უკვე უნდა დაიწყო საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა ონკოლოგიური კუთხით. რაც უფრო მალე შეისწავლი პრობლემას, მანამ, სანამ კლინიკური ნიშნები გამოვლინდება, მით მეტი გაქვს გამარჯვების შანსი. 25 წლიდან შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევაც. თუ ქალი უახლოვდება 40 წელს, 40 წლიდან უკვე სარძევე ჯირკვლის შესწავლა უნდა დაიწყოს. საქართველოში უამრავი უფასო პროგრამაა, რომელიც ადამიანებს ეხმარება, რომ დროულად იპოვონ პრობლემა. ეს ნიშნავს, რომ გაიმარჯვებ. თუ შენი ასაკი 50 წელს ზევითაა, საჭიროა, მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა.

თუ მამრობით სქესის ხარ, ან მამა გყავს, რომელიც 50 წელს გადაცდა, საჭიროა, წინამდებარე ჯირკვლის გამოკვლევა. ასაკები ყურადღებით დაიმახსოვრე. როგორც კი ამ ასაკებს მიაღწევ, წელიწადში ერთხელ, ორ წელიწადში ერთხელ შენი პასუხისმგებლობაა ოჯახის წევრების მიმართ, რომ ეს გამოკვლევა, რომელიც უფასოა და სახელმწიფო მას გიფინანსებს, გაიკეთო და საკუთარ თავს პატივი სცე.

არავინ არ ფიქრობს, რომ მას ექნება ონკოლოგიური დაავადება. ყველა ფიქრობს, რომ ის ჯანმრთელია. ონკოლოგია მაშინ ვლინდება, როდესაც თითქმის ბოლოშია მდგომარეობა გასული,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​Usmle მოსამზადებელი ცენტრი

წაიკითხეთ სრულად