Baby Bag

როდის აქვთ ბავშვებს პირველი კრიზისული პერიოდი და როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი

როდის აქვთ ბავშვებს პირველი კრიზისული პერიოდი და როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი

ცხოვრებისეული კრიზისები სხვადასხვა პლანეტას უკავშირდება და გვაიძულებს გარდავიქმნათ. პირველი კრიზისული პერიოდი დგება ბავშვობაში, 7-იდან 7,5 წლამდე. როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი?

ნახეთ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის რჩევები

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს სასწაულია! ასეთი პაციენტის გადარჩენა თეორიულადაც შეუძლებელია,“ - ქირურგი აკაკი ბერიძე ბათუმის ტრაგედიისას სასწაულებრივად გადარჩენილ შვილიშვილზე საუბრობს

„ეს სასწაულია! ასეთი პაციენტის გადარჩენა თეორიულადაც შეუძლებელია,“ - ქირურგი აკაკი ბერიძე ბათუმის ტრაგედიისას სასწაულებრივად გადარჩენილ შვილიშვილზე საუბრობს

ბათუმის ტრაგედიისას გადარჩენილი მამაკაცის ზვიად თავდგირიძის ბაბუამ, ქირურგმა აკაკი ბერიძემ შვილიშვილის სასწაულებრივი გადარჩენის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ზვიად თავდგირიძემ ნანგრევებში 11 საათი გაატარა:

„ჩემი შვილიშვილის მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება, რაც კარგის მომასწავებელია. მინდა გითხრათ, რომ ეს იყო უდიდესი ტრავმა. თერთმეტი საათი სიცივეში, თითქმის ვერტიკალურ მდგომარეობაში გაატარა. ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი არსებობს, როდესაც კუნთებს აწვება ტვირთი, ამ ტვირთის მოხსნის შემდეგ სისხლში იწოვება ტოქსინები, რაც წამლავს მთელს ორგანიზმს. ჩემს შვილიშვილს ესეც ჰქონდა გამოხატული. გამოხატული ჰქონდა შოკი. ასეთი ავადმყოფის,​ ასეთ ვითარებაში პაციენტის გადარჩენა თეორიულადაც შეუძლებელია. დიდი შრომა ჩადეს ექიმებმა.“

აკაკი ბერიძის თქმით, მისი შვილიშვილი კონტაქტურია და გონება არ დაუკარგავს:

„ჩემი შვილიშვილი კონტაქტურია, მას ყველაფერი ახსოვს. გონება არ დაუკარგავს. სასწაული ის არის, რომ შინაგანი ორგანოების და თავის ტვინის დაზიანება არ ყოფილა. მოტეხილი აქვს შიდა წვივის ძვალი მარცხენა ფეხზე, რაც დიდ მოტეხილობად არ ითვლება. ზვიადი იმყოფებოდა მეექვსე სართულზე. ვარდნა იყო პირველ სართულამდე. ახლოს ხალხი ვერ ჩერდებოდა, ისეთი მტვერი იყო. მან კი 11 საათი გაძლო ასეთ მტვერში.“

„ეს სასწაულია. მეც ამავე სადარბაზოში ვცხოვრობ. დილას სამსახურში წავედი ცხრის ნახევარზე. თორმეტ საათზე ასეთი ამბავი გამაგებინეს. თეორიულად შეუძლებელი იყო ზვიადის გადარჩენა, მეექვსე სართულიდან პირველზე ვარდნა, 11 საათი ამ სიცივეში და მტვერში. ეს მართლაც სასწაულია. ძალიან მეგობრული სადარბაზო გვქონდა. ყველა ერთმანეთს ვეფერებოდით. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ოჯახი, საიდანაც ოთხი მიცვალებული გაასვენეს. ​ნამდვილად დიდი საცოდაობა დატრიალდა,“ - ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე ბატონმა აკაკი ბერიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად