„რატომ არის ქრისტიანული რელიგია ასეთი პროგრესული, რატომ არის ინდივიდის რელიგია? ამ მოდელში დედაშვილობის მასწავლებელი შვილია და ის შენ არ გეკუთვნის. თქვენ მთავარი პრობლემა წამოჭერით. მშობლის აუსრულებელი ოცნება ძალიან ხშირად ბავშვს ძვირად უჯდება. პატარა ბავშვს მშობელი ღმერთად წარმოუდგენია. მას ყოველთვის უნდა, რომ მშობლის მოსაწონი იყოს. გარდატეხის ასაკში ბავშვი გაებრძოლება მშობელს და დამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობს, მაგრამ ბორკილები, რომელიც ადრეულ ბავშვობაში დაადეს, მთელი ცხოვრება მიჰყვება.“
ნათია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ შვილებს ბორკილები არ უნდა დავადოთ და მათ თავისუფლება მივანიჭოთ:
„ბორკილები შეიძლება იყოს ელემენტარული. რაც მე მინდა, ის უნდა ჭამო, მაგრამ ცუდ ბიჭებს და ცუდ გოგოებს არ დაუჯერო. როგორ შეიძლება, რომ ადამიანი თან მორჩილი იყოს და თან არა?! ხასიათის ჩამოყალიბების პროცესშიც შეცდომებია. რაც შეეხება წარმატებული მოდელის მოლოდინებს, თუ შვილს დავუსახავთ უპირობოდ რაღაც მაღალ სტანდარტს, რასაკვირველია, მას წარუმატებლის სინდრომი განუვითარდება ყოველი შეცდომის გავლისას.“
„თუ ბავშვს საერთოდ გულგრილად ვექცევით და მის მიმართ არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, არ ავღნიშნავთ მის უნარებს, რომელშიც ის ძლიერია და კარგია, მაშინ გამოვა, რომ მას ყოველთვის ექნება ფოკუსში მოქცეული ის, რაც არ შეუძლია. ის ერთი-ორი თვისება, რომელიც ჩვენ გვაქვს, სრულიად საკმარისია წარმატებისთვის,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნათია ფანჯიკიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
წყარო: „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)