Baby Bag

კორონა ვირუსი! როგორ დავიცვათ ბავშვები?

კორონა ვირუსი! როგორ დავიცვათ ბავშვები?

კორონა ვირუსი! როგორ დავიცვათ ბავშვები? - აღიშნულ თემაზე ​Momsedu.ge-ს მკითხველისთვის კარგად ცნობილი დედა - ანაბელი ვიდეოს გვთავაზობს. 

ასევე შეგიძლიათ ნახოთ 👇

როგორ დავატენიანოთ ბავშვის კანი ბუნებრივი საშუალებებით - ანაბელის ბლოგი

როგორ ვავარჯიშოთ ჩვილი სახლის პირობებში - ნახეთ ვიდეო

6 თვის ბავშვის დამატებითი კვება - დედის ბლოგი

ყველა დედისთვის ნაცნობი სიტუაცია - როგორია ახალბედა დედის ერთი ჩვეულებრივი დღე

შეიძლება დაინტერესდეთ

„ცხოვრების 34-ე წლის მიწურულს დავიწყე საკუთარ თავზე ფიქრი...“

„ცხოვრების 34-ე წლის მიწურულს დავიწყე საკუთარ თავზე ფიქრი...“

„​გამარჯობა გოგოებო, დიდი ხანია არ მომიწერია. რაღაცები დავალაგე და მინდა გაგიზიაროთ. დავიწყე საკუთარ თავზე ფიქრი (ცხოვრების 34-ე წლის მიწურულს). არა, ადრეც ვფიქრობდი, არ გეგონოთ რომ მხოლოდ სხვებზე გადამკვდარი და საკუთარ თავ დავიწყებული ვყოფილვარ როდესმე, მაგრამ ახლა სხვანაირად დავიწყე. აი, ვფიქრობ როგორც უცხო ადამიანზე ფიქრობენ: რა ჭირდება, რა გაუხარდება, რა უნდა შეცვალოს, რას აკეთებს კარგად და ა.შ.


აღმოვაჩინე, რომ უამრავი რამ უბრალოდ შემთხვევით მახსენდებოდა, მათ შორის საკუთარი ჯანმრთელობის, დასვენების, ბედნიერების საკითხები. ასევე, ურთიერთობებში (საქმიანს ვგულისხმობ აქ) ადრე წამყვანი იყო ის, რომ "კარგი გოგო" ვყოფილიყავი და ნაკლებად ვფიქრობდი იმაზე, რომ ვყოფილიყავი ისეთი როგორიც ვარ. პირადში პირიქით, ნაკლებად ვითვალისწინებდი ურთიერთობას. განა განსაკუთრებული რამე მოხდა, არა უბრალოდ დავფიქრდი რომ უფრო კომფორტულია იყო ვინც ხარ და მიგიღოს ყველამ ისეთი როგორიც ხარ, ასევე გაითვალისწინო ის, ვინც გიყვარს. ამისთვის საჭიროა ჯერ შენ გაიგო როგორი ხარ.


ხოდა, ექიმებთან ხო ჩავეწერე სხვადასხვა გამოკვლევაზე, არაფერს ვუჩივი, მაგრამ ბოლოს ექიმთან მესამე მშობიარობისას ანუ ორი წლის წინ ვიყავი. არადა, ჯანმრთელობა უპირველეს ყოფლისა. სპას აბონემენტი ხო ავიღე სასწრაფოდ (ჯანმრთელობა + სილამაზე).


დროს ვუთმობ ფიქრს იმაზე თუ რა გამიხარდება, ვსეირნობ მარტო და ვფიქრობ საკუთარ თავზე, როგორც განყენებულ ადამიანზე.

ვცდილობ კვირაში ერთხელ მაინც სრულიად ბედნიერი დღე მოვუწყო საკუთარ თავს.


ხოდა ვცდილობ ირაკლისთან ურთიერთობა ახალ გასაოცარ ფაზაში გადავიყვანო (ჯერ როგორ არ ვიცი, ამის კონცეფციაზე ვმუშაობ)

მოკლედ მთელი გეგმა მაქვს ამ ამბავზე შედგენილი. ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორიც არის, თუმცა ეგეც მოგვარებადია, მთავარია იცოდე საით მიდიხარ.


საკუთარ ბედნიერებაზე ზრუნვა პირველ რიგში ჩვენივე მოვალეობაა. ხოდა პატარა ნაბიჯებს ვდგამ, რომ თაკო მართლა ბედნიერი იყოს და არა ისე, როგორც გარედან ჩანს ხოლმე.


მაინტერესებს თქვენი გამოცდილება, ვინ რა დროს და როგორ უთმობთ საკუთარ თავს? გაქვთ გეგმა „კარგად-ყოფნის" (well-being plan), თუ შემთხვევით ხდება ყველაფერი?

არ დაგავიწყდეთ !!!

Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

ავტორი: თამარ კიკაჩეიშვილი ​

წაიკითხეთ სრულად