Baby Bag

ნუკის დიეტა, რომლითაც მან სასურველ ფორმაში ჩადგომა მოახერხა

ნუკის დიეტა, რომლითაც მან სასურველ ფორმაში ჩადგომა მოახერხა

ნუკი კოშკელიშვილი ინსტაგრამის გვერდზე დიეტას აქვეყნებს, რომლის საშუალებითაც მან სასურველ ფორმაში ჩადგომა მოახერხა. ​ფოტო.

გთავაზობთ ნუკის დიეტას: 

ესე იგი პირველი ათი დღე:

დილას 

10 სთზე 100 გ. ხაჭო + 150 გრ ხილი
1 საათზე ერთი კვერცხი+ ყველი + 200 გრ ბოსტნეული
4 საათზე მოხარშული ხორცი 150 გრ + ბოსტნეულის სუპი
7 საათზე 1 ნაჭერი ყველი + ორი კიტრი
9 საათზე 300 გრ კეფირი
ყველაფერი უმარილოდ და უშაქროდ.  ეს პირველი 10 დღე

მერე 

10- 1 ც იოგურტი
13- 300 გრ ხილი
16- 150 გრ ხორცი, 1 ნაჭერი ყველი, 2 ც კიტრი
19- 250 გრ ბოსტნეულის სალათი
21- 300 მლ კეფირი
ყველაფერი უშაქროდ და უმარილოდ, დღის განმავლობაში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი ეს შემდეგი 10 დღე

მერე 

10- 1 ც კიტრი, ერთი ნაჭერი ყველი
13- 200 გრ. ხაჭო
16 - 150 გრ. ხორცი, 1 ც კიტრი, 1 ც პომიდორი
19- 250 გრ. ბოსტნეული და 2 ც კიტრი ესეც 10 დღე

და ბოლოს

1-3 დღე - 0,5 ლიტრი მაწონი, 200 გრ ხაჭო, 1 ც კვერცხი, 200 გრ ხორცი, 0,5 ლიტრი კეფირი

4-6 დღე - 0,5 ლიტრი მაწონი და 1,5 კგ ბოსტნეული

7-9 დღე - 0,5 ლიტრი მაწონი და 1,5 კგ ხილი

„წონაზე ვლაპარაკობ. თუ ამოგივიდათ ყელში, არ წაიკითხოთ...“ - ნუკი ახალი დიეტით 6-7 კილოს და...
ნუკი კოშკელიშვილი ინსტაგრამის მომხმარებლებს დიეტასთან დაკავშირებით რჩევებს ხშირად აძლევს. ნახეთ ნუკის პოსტი და ახალი დიეტა:„წონაზე ვლაპარაკობ. თუ ამოგივიდათ ყელში, არ წაიკითხოთ...ეს ფოტ...
როგორ გამოიყურებოდა ნუკი ერთი თვის წინ და რა შედეგს მიაღწია მან თავისი დიეტით
ნუკი კოშკელიშვილმა ინსტაგრამის გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა წარწერით - ერთი თვის წინ და შემდეგ. ფოტოზე აშკარად დიდი სხვაობაა. ნუკიმ თავისი დიეტით ზედმეტი კილოგრამების დაკლება შეძლო. „ოპააააა, სუ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„თქვენ კი დადიხართ ხველით, ცემინებით, ყელის ტკივილით, ამას მოყვება პანიკა, შიში... სრული უპასუხისმგებლობაა ასეთი საქციელი,“ - ინგა მამუჩიშვილი

„თქვენ კი დადიხართ ხველით, ცემინებით, ყელის ტკივილით, ამას მოყვება პანიკა, შიში... სრული უპასუხისმგებლობაა ასეთი საქციელი,“ - ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ადამიანების მიერ ვირუსით ინფიცირებისას სოციალური იზოლაციის წესების დარღვევა გააკრიტიკა:

„გაბრაზებული და გაოცებული ვარ. ნებისმიერი ვირუსის შემთხვევაში,არ აქვს მნიშვნელობა კორონავირუსია, რინოვირუსი, ადენოვირუსი, რესპირატორულ-სინციტიალური,გრიპი თუ სხვა,საჭიროა იზოლაცია სხვა ადამიანების დასაცავად და საკუთარი ჯანმრთელობისთვისაც, ვირუსი ვრცელდება აირ-წვეთოვანი გზით და ძალიან სწრაფად ვირუსი იწყებს ცხოვრებას და გამრავლებას ცოცხალ ორგანიზმში, ამიტომაც საფრთხილოა!​ თქვენ კი დადიხართ ხველით, ცემინებით, ყელის ტკივილით, ამას მოყვება პანიკა, შიში...

სრული უპასუხისმგებლობაა ასეთი საქციელი გონიერი ადამიანისთვის! ვერ ხედავთ,რომ ამ ქვეყანაში ისევ ჩვენ, ადამიანები უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!!! თან აპოკალიფსური იანვარი დაანონსდა! გაუფრთხილდით ერთმანეთს!!! პანიკა სულაც არ არის საჭირო, სეზონური ვირუსები ყოველთვის იყო და იქნება, მათი ინტენსიური გავრცელების პრევენციისთვის,ნებისმიერი ვირუსის შემთხვევაში უნდა დარჩეთ სახლში მის ელიმინაციამდე,არ იაროთ სტუმრად, ადამიანთა თავშეყრის ადგილებში, ფაქტებმა დამაწერინა ეს პოსტი! ჯანმრთელობა თქვენ!“- აღნიშნა ინგა მამუჩიშვილმა.

წაიკითხეთ სრულად