Baby Bag

სალომე გოგიაშვილის დიეტა, რომლითაც ტელეწამყვანი სასურველ წონას დაუბრუნდა

სალომე გოგიაშვილის დიეტა, რომლითაც ტელეწამყვანი სასურველ წონას დაუბრუნდა

​MomsEdu.ge სალომე გოგიაშვილის დიეტას გთავაზობთ, რომლითაც ტელეწამყვანი სასურველ წონას დაუბრუნდა. დიეტას სალომე სოციალურ ქსელში აქვეყნებს. 

,,მოკლედ მეგობრებო დასრულდა ჩემი დიეტა და შედეგიც სახეზეა. ეს წონა 20 ცლის ასაკში ვიყავი, ურა''!

მეგობრებო, გთავაზობთ ჩემს დიეტას, რომლის დახმარებითაც კვირაში 3,500 ვიკლებ პირადად მე, ანუ 6 დღეში თითქმის 4 კილო.

ზუსტად თუ დაიცავთ და არაფერს დაამატებთ ან შეცვლით გარანტრიეებულია.

პირველივე დღეს აიწონებით და ერთი კილო ქრება ძალიან გთხოვთ, ვინც დაიცავთ შედეგი მომწერეთ. წარმატებები.

ყვველა მწერს რამდენს ვიწონი და ჩემი ახლანდელი წონა არის 52 კგ.

დიეტა:

1 დღე: 6 ცალი მაგრად ან თოხლოდ მოხარშული კვერცხი;

2 დღე: უცხიმო ხაჭო 500 გრამი;

3 დღე: მოხარშული ქათმის ფილე 750 გრ;

4 დღე: მოხარშული ბრინჯი 200 გრ;

5 დღე: მოხარშული კარტოფილი 6 ცალი;

6 დღე: შეუზღუდავი რაოდენობის ვაშლი.

პარალელურად შეგიძლიათ მიირთვათ ყავა და ჩაი უშაქროდ. კეფირი. აუცილებელია დღეში 2 ლიტრი წყლის მიღება. მარილი მინიმალური რაოდენობით,'' - აღნიშნავს სალომე გოგიაშვილი. 

შეიძლება დაინტერესდეთ