Baby Bag

„ამ შუბლით გავიღვიძე ერთ დღეს... საბოლოოდ, უკვე ცუდად რომ გავხდი, მივხვდი, თავი უნდა დამენებებინა“ - რა საფრთხე შეიძლება მოჰყვეს წონაში დასაკლებ კოქტეილებს

„ამ შუბლით გავიღვიძე ერთ დღეს... საბოლოოდ, უკვე ცუდად რომ გავხდი, მივხვდი, თავი უნდა დამენებებინა“ - რა საფრთხე შეიძლება მოჰყვეს წონაში დასაკლებ კოქტეილებს

წონაში დასაკლები კოქტეილების შესახებ საკუთარ გამოცდილებაზე სოციალურ ქსელში სოფო მაისურაძე წერს. გთავაზობთ მის პოსტს, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

„მოკლედ, მინდა ვილაპარაკო დასაკლები კოქტეილების შესახებ. 15 დღის წინ გამოვიწერე ერთ-ერთი კომპანის კოქტეილები იმ იმედით, რომ ძალიან მალე დავიკლებდი. იმის მიუხედავად, რომ დიეტოლოგის დაწერილი დიეტა მქონდა, სწრაფი შედეგის მიღებამ ძალიან მომხიბლა. ჩემი შვილის ძიძამ 25 დღეში 12 კილო დაიკლო და მეც 6-7 კილოს დაკლების იმედით, დაუყონებლივ გამოვიწერე. ვიცავდი ყველა წესს ზუსტად, არც ერთხელ არ დამირღვევია არცერთი გრამით. პირველი რამდენიმე დღე ჩვეულებრივად ვიღებდი კოქტეილს ყოველ საღამოს.  მე-9 დღეს დამეწყო საშინელი ზიზღი, ძლივს დავლიე და გულისრევის შეგრძნებას ვერ ვშველოდი. შემზიზღდა ყველაფერი, მერეოდა გული და დიარეას ვერ ვშველოდი. საბოლოოდ, უკვე მართლა ცუდად რომ გავხდი, მივხვდი, თავი უნდა დამენებებინა. დანებების მიუხედავად, 1-2 დღე კიდევ მერეოდა გული. ყველაფერთან ერთად, ცხოვრებაში შუბლზე არცერთი წერტილი რომ არ გამომსვლია, ამ შუბლით გავიღვიძე ერთ დღეს. სერიოზული სტრესია, არ ვიცი, როგორ ვიმკურნალო. ჩემი კანის ექიმს ალბათ, გული წაუვა რომ ვეტყვი, რა კოქტეილებს ვსვამდი ეს დღეები. ზოგ ადამინს, როგორც ჩანს, ძალიან ცუდად გადააქვს ამ კოქტეილების მიღება, ძალიან გთხოვთ არ გარისკოთ“, - აღნიშნავს სოფო.

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. Მოიწონეთ გვერდი Momsedu.ge - მცოდნე დედებისთვის

შეიძლება დაინტერესდეთ

ნუკის დიეტის გამხელას სთხოვენ - ნახეთ, როგორ გამოიყურება გამხდარი ნუკი კოშკელიშვილი

ნუკის დიეტის გამხელას სთხოვენ - ნახეთ, როგორ გამოიყურება გამხდარი ნუკი კოშკელიშვილი

„59 კგ... ეს ისე სამარიაჟოდ... დარჩა 4კგ...“ - აღნიშნული წარწერა ფოტოსთან ერთად ნუკი კოშკელიშვილმა ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. ინსტაგრამის მომხმარებლები მას დიეტის გამხელას სთხოვენ. 

ასე გამოიყურება გამხდარი ნუკი

გთავაზობთ ნუკის დიეტას, რომელიც მან რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა​ ​სოციალურ ქსელში:დილას 

200 გრ ყველი, კიტრი

დღე
ორი მოხარშული კალმახი, კიტრი, პომიდორი, სალათის ფურცელი

საღამო
ხაჭო უცხიმო, ერთი ჭიქა კეფირი. კიტრი

ყველაფერი უმარილო, უშაქრო. ბევრი სითხე და არა ალკოჰოლს!


წაიკითხეთ სრულად