Baby Bag

რა მეთოდს მიმართავენ მკაცრი დიეტისთვის? - მოწყობილობა, რომელიც ყბებს კეტავს

რა მეთოდს მიმართავენ მკაცრი დიეტისთვის? - მოწყობილობა, რომელიც ყბებს კეტავს

მოწყობილობა, რომელსაც The DentalSlim Diet Control ჰქვია, ახალ ზელანდიაში შექმნეს. ეს არის მაგნიტური მოწყობილობა, რომელიც პაციენტის ქვედა და ზედა კბილებს შორის მაგრდება და ყბებს ,,კეტავს". გამომდინარე აქედან, ადამიანებს პირის ნორმალურად გაღების საშუალება არა აქვთ და მხოლოდ სითხეების და არამყარი საკვების მიღება შეუძლიათ. 


წყარო: ,,ექიმები''

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

16-საათიანი შიმშილი - რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მას და რეკომენდებულია თუ არა...
მედიაპორტალი ​MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა ბოლო დროს აქტუალურ თემაზე - ინტერვალურ შიმშილზე მოგ...

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ უნდა გავარჩიოთ სიცივის ალერგია კანის სიმშრალისგან?

როგორ უნდა გავარჩიოთ სიცივის ალერგია კანის სიმშრალისგან?

როგორ უნდა გავარჩიოთ სიცივის ალერგია კანის სიმშრალისგან? - თემაზე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა დავით თელიამ ისაუბრა.

„სიცივის ალერგია ეს არის ურტიკარული გამონაყარი, რაც არ უნდა შეგვეშალოს სიცივისგან გამოწვეულ გამოშრობაში. სიცივის ალერგიის გატესტვა შეგვიძლია მარტივად - ავიღოთ ყინულის ნაჭერი, გავახვიოთ მარლაში და დავიდოთ ხელზე. დაახლოებით 5-10 წუთში თუ გამოვლინდა ალერგია, ეს იმას ნიშნავს რომ სიცივის ალერგიასთან გვაქვს საქმე, რომელიც სავარაუდოდ დაკავშირებულია სიცივის ანტისხეულებთან. 

იმუნური სისტემა რეაგირებს სიცივეზე და წარმოქმნის ანტისხეულებს. ისმის კითხვა - რატომ?

არის ინფექციები, რომლებიც ძალიან ხშირად წინ უსწრებენ სიცივის ანტისხეულების წარმოქმნას. ერთ-ერთი გავრცელებული ბაქტერიული ინფექცია არის მიკოპლაზმა, რომელსაც ახასიათებს სიცივის აგლუტინინების პროდუქცია. პირველ რიგში, იტესტება მიკოპლაზმური ინფექცია, თუ აღმოჩნდა რომ მიკოპლაზმური ინფექციაა, ინიშნება მაკროლიდური ანტიბიოტიკები, რომელიც ატიპიურ მაკროფლორაზე მოქმედებს და ამით გვარდება პრობლემა. ასევე, არის უფრო სერიოზული ვირუსული დაავადებები. ჰეპატიტმა (C და B) შეიძლება იმუნური სისტემა განაწყოს სიცივის აგლუტინინების წარმოქმნაზე. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ანალიზების გაკეთება და ამის შემდგომ გადაწყვეტილების მიღება,'' - აღნიშნა დავით თელიამ. 

წყარო: პირადი ექიმი-მარი მალაზონია

წაიკითხეთ სრულად