კერძი, რომელიც თქვენი პატარას კვების რაციონში აუცილებლად უნდა იყოს
ბროკოლი რომ ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია, ეს უკვე იცით.
დღეს Momsedu.ge ბროკოლის პიურეს მომზადების რეცეპტს შემოგთავაზებთ.
ამისთვის დაგჭირდებათ ბროკოლი - 500 გრამი და კარაქი 2 ჩ.კ
გარეცხილი და დანაწევრებული ბროკოლი ადუღებულ წყალში ჩავყაროთ, ვხარშოთ 2-3 წუთი. იმისთვის, რომ დარბილდეს, ჩავტოვოთ ადუღებულ წყალში დაახლოებით 6-7 წუთი. შემდეგ დავაბლენდეროთ (ან საცერზე გახეხეთ) და დაბლენდერებული მასა ისევ რამდენიმე წამით წამოადუღეთ. დაუმატეთ კარაქი და მარილი გემოვნებით.