Baby Bag

„შიში იმისა, რომ ბავშვს რაღაც შეეშლება, რაღაცას ისე ვერ გააკეთებს, გადაჭარბებულია,“ - ზურაბ მხეიძე

„შიში იმისა, რომ ბავშვს რაღაც შეეშლება, რაღაცას ისე ვერ გააკეთებს, გადაჭარბებულია,“ - ზურაბ მხეიძე

​​ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე მშობლებისა და შვილების ურთიერთობის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ურთიერთობაში მშობლის მხრიდან კონტროლი გარდაუვალია, თუმცა მას საზღვრები უნდა ჰქონდეს:

„თავისი პასუხისმგებლობების კარგად შესასრულებლად მშობელს უწევს ყურადღების მიქცევა, თუ​ რა ხდება ბავშვის ცხოვრებაში. ჩვენ დავსვით საკითხი, როგორ უნდა შეამჩნიოს მშობელმა არის თუ არა ბულინგი. მე თუ ყურადღებით არ ვიქნები, კონტროლის გარეშე ამას ვერ დავინახავ და ეს გამექცევა. კონტროლიც არის და კონტროლიც, ჩვენ თუ გვგონია, რომ ზრდასრულს არავინ აკონტროლებს, ვცდებით. მობილური რომ გვიჭირავს ხელში, ეს უკვე კონტროლია. ქუჩაში რომ გადიხარ, იმდენი კამერაა, თვითონაც არ იცი რომელ კამერაში ხარ. კორონავირუსთან დაკავშირებითაც არის კონტროლის სისტემა და ბავშვმაც უნდა ისწავლოს ამასთან ერთად ცხოვრება. უკონტროლო ტერიტორიაზე ბავშვი ან მოხვდება, ან არა. ისეთი ცხოვრება, რომ არავინ აკონტროლებდეს, არ იქნება. მე უნდა ვიცოდე, რომ შეიძლება მაკონტროლებენ, ეს იმუნიტეტის მსგავსია, თავდაცვის სისტემაა ორგანიზმის.“

​ზურაბ მხეიძის თქმით, ბავშვი, ისევე როგორც ზრდასრული ადამიანი, შეცდომებს უშვებს, რაც არ უნდა გვაშინებდეს:

„დაშვებული შეცდომები ბევრად უკეთ ზრდის ადამიანს, ვიდრე ის, რომ ყველაფერი მე ვუთხრა, რა უნდა გააკეთოს და რა - არა. ყველამ გაიხსენოს თავისი ბავშვობა. ზუსტად ისე ასრულებდნენ ყველაფერს, რასაც მშობლები ეუბნებოდნენ? შიში იმისა, რომ ბავშვს რაღაც შეეშლება, რაღაცას ისე ვერ გააკეთებს, გადაჭარბებულია. ბავშვს კი არა დიდსაც ეშლება. ბავშვის პასუხისმგებლობები სრულად არ არის განვითარებული. ​ბავშვი ადრეული ასაკიდანვე მივაჩვიოთ, რომ არსებობს საზოგადოების მოთხოვნები და პირადი სივრცე. პირად სივრცესთან დაკავშირებით, მე შემიძლია ბავშვს არ შევუმოწმო ჯიბე, ამით გამოვხატო ნდობა მის მიმართ. არაეთიკური კონტროლიც ცუდია.“

„ბავშვს რომ ფარული კამერა დავუდგა და რაღაცებზე თვალი ვადევნო, ეს არ არის სწორი. ის, რომ შენ ჩემი შვილი ხარ და მე მაინტერესებს შენს ცხოვრებაში რა ხდება, როგორ მიდის შენი განათლების საკითხები, რამე პრობლემა ხომ არ გაქვს, შენი ჯანმრთელობა მაინტერესებს, ეს ჩვეულებრივი ამბავია და ბავშვმა ეს უნდა მიიღოს. ლაპარაკი იმაზეა, რომ უნდა ​გავმიჯნოთ პირადი სივრცე. ბავშვის პირადი სივრცე ფართოვდება ასაკის მატებასთან ერთად. რაღაც ნაწილი არის რაც მისია და არ ვეხებით. მის ოთახს არ ვეხებით, მის უჯრას არ ვაღებთ, არ ვიქექებით და არ ვეძებთ რაღაცებს, მის ნაწერებს და დღიურებს არ ვაკონტროლებთ, ეს მისი პირადი სივრცეა,“ - აღნიშნავს ზურაბ მხეიძე.

წყარო:​ მშობლები განათლებისთვის

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

„როდესაც გაიაზრებ, თვითონვე ხვდები, რომ ძალიან ბევრ შეცდომას უშვებ ურთიერთობაში," - ზურა მ...
​ფსიქოლოგი ზურა მხეიძე იმ შეცდომებზე საუბრობს, რომლებსაც ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობაში ხშირად უშვებენ:„დედმამიშვილებს შორის ხშირია ქონებრივი დავა. ხშირად ამბობენ: „მე მეტი მეკუთვნოდა, იმან...