Baby Bag

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელსაც 2022 წელს ყველაზე დიდი წარმატება ელის - ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელსაც 2022 წელს ყველაზე დიდი წარმატება ელის - ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზი

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ზოდიაქოს სამი ნიშანი დაასახელა, რომელსაც 2022 წელს ყველაზე დიდი წარმატება ელის.

ზოდიაქოს წარმატებული ნიშნების სამეულში შედიან: თევზები, ვერძი და მშვილდოსანი.

ვერძი

ვერძებისთვის ერთ-ერთი საინტერესო პერიოდია, განსაკუთრებით მაისის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე. აქ გამარჯვების პლანეტა იუპიტერი იქნება ვერძის ზოდიაქოში. ამ პერიოდში წარმატების შანსები ამ ნიშანს ექნება ყველაზე მაღალი. შეიძლება ახალი მეგობრული წრის წინაშე აღმოჩნდეთ, გახდეთ უფრო დემოკრატიის შუქურა, უფრო თავისუფლად იგრძნოთ თავი. აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ ნებისმიერი ინფორმაცია, რათა შეცდომები არ დაუშვათ. ცოტა მეტი ტაქტი და დიპლომატია გამოავლინეთ მეზობლებთაან, ნათესავებთან, და-ძმებთან ურთიერთობაში. თუ ამ ტენდენციებს გაითვალისწინებთ, ერთ-ერთი საუკეთესო და დასამახსოვრებელი პერიოდი გექნებათ. აუცილებლად ისწავლეთ ენაზე კბილის დაჭერა. ჯერ ნაბიჯი გადადგით, მერე გათქვით და წელიწადი იქნება ბევრად უფრო წარმატებული.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებისთვის მთლიანობაში არ არის ცუდი პერიოდი. ის ერთ-ერთია ფავორიტია და წარმატებული ნიშნების სამეულში შედის. განსაკუთრებით გამოიყენეთ პერიოდი მაისის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე. ეს პერიოდი კარგია საოჯახო ურთიერთობისთვის. შეიძლება მიიღოთ ახალი ინფორმაცია, რომელიც ახალი იდეების ჩამოყალიბებას და რეალიზაციას შეუწყობს ხელს. ცოტა მეტი ყურადღება გმართებთ პარტნიორული, სასიყვარულო ურთიერთობის მიმართ. ასევე ფარული მტრები, ჭორები ითხოვენ ყურადღებას.

თევზები

თევზების ზოდიაქოს ნიშნისთვის წელიწადი უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესოა. ის წარმატებული ნიშნების სამეულში შედის. გამარჯვების პლანეტა თქვენს ზოდიაქოში იქნება იანვრიდან მაისის ჩათვლით. ნოემბერ-დეკემბერშიც ისევ დაბრუნდება თქვენს ზოდიაქოში. წარმატების ფაქტორი მაღალია. ამ თვეებში განსაკუთრებით ეცადეთ, რომ იაქტიუროთ. რაც მეტად ჯერ ნაბიჯს გადადგამთ და მერე გათქვამთ, მით მეტად იქნებით წარმატებული. წლის პირველ ნახევარში მეტი სიფრთხილე გმართებთ ახლობლებთან, ნათესავებთან ურთიერთობაში. წლის მეორე ნახევარში კი - შვილებთან და სასიყვარულო პარტნიორებთან. თუ ამ ტენდენციებს გაითვალისწინებთ, წელიწადი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო, დასამახსოვრებელი და შთაბეჭდილებებით აღსავსე.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

„მორიელი ერთ-ერთი ყველაზე უფრო მკაცრი, ზოგჯერ დაუნდობელი მშობელია... მას სახლში პატარა ყაზ...
​ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით მშობლების აღზრის პრინციპებზე საუბრობს და თითოეული ნიშნის მშობლისთვის დამახასიათებელ ძირითად თვისებებს უსვამს ხაზს:ვერძივერძი საკმაოდ მკაცრია შვილები...

შეიძლება დაინტერესდეთ

იაპონელების უნიკალური და ეფექტიანი მეთოდი ბავშვებს შორის კონფლიქტის აღმოსაფხვრელად

იაპონელების უნიკალური  და ეფექტიანი მეთოდი ბავშვებს შორის კონფლიქტის აღმოსაფხვრელად

ბავშვები ხშირად ჩხუბობენ ან კამათობენ. ეს ბავშვის განვითარების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ​ბავშვები სწავლობენ, თუ როგორ გადაჭრან კონფლიქტები. სწავლის პროცესში ვერბალური ან ფიზიკური ხასიათის კონფლიქტები გარდაუვალია. რა თქმა უნდა, ჩხუბი მისაღები ქცევა არ არის, რის გამოც მშობლები და მასწავლებლები ბავშვებს შორის კონფლიქტის სწრაფად ჩახშობას ცდილობენ.

იაპონელი მშობლები და მასწავლებლები ბავშვებს შორის კონფლიქტის გადაჭრას საკუთარი ორიგინალური მეთოდით ცდილობენ. აღნიშნული მეთოდი იაპონელ ბავშვებთან ეფექტიანია და ამართლებს, თუმცა ექსპერტები გადაჭრით ვერ ამბობენ, რამდენაც ეფექტიანი აღმოჩნდება ის სხვა ქვეყნებსა და კულტურებში.

იაპონურ მეთოდს „მიმამორი“ ეწოდება და ​ის ბავშვის ავტონომიურობის ზრდაზეა ორიენტირებული. მიმამორის პრაქტიკა საკმაოდ მარტივია. მასწავლებლები და მშობლები კონფლიქტის დროს ბავშვების ახლოს დგანან და მათ აკვირდებიან. ისინი ბავშვების კამათში არ ერევიან. მშობლები და მასწავლებლები არ ცდილობენ ბავშვებთან ერთად პრობლემის გაანალიზებას. ისინი ბავშვებს საშუალებას აძლევენ კონფლიქტი დამოუკიდებლად გადაწყვიტონ.

იაპონელი მშობლები და მასწავლებლები აღნიშნული მეთოდის მთავარ უპირატესობას იმაში ხედავენ, რომ ის ბავშვს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების საშუალებას აძლევს და პრობლემის გადაჭრის უნარს უვითარებს. როდესაც მშობლები კონფლიქტში ერევიან, ისინი ბავშვებს ხელს უშლიან კონფლიქტის მოგვარება თავად სცადონ და ცხოვრებისეული გამოცდილება შეიძინონ.

​კონფლიქტში მშობლის ჩარევა ხშირად იწვევს ბავშვებისთვის იარლიყების მიკერებას. ზოგიერთი ბავშვი დამნაშავედ ცხადდება, ზოგიერთი კი - უდანაშაულოდ. როდესაც მშობლები თავს იკავებენ კონფლიქტში ჩართვისგან, ბავშვები კარგ გაკვეთილს იღებენ. ისინი აცნობიერებენ, რომ კონფლიქტით პრობლემების მოგვარება არასწორია. ბავშვები მიღებული გამოცდილებიდან ბევრ რამეს სწავლობენ, რაც მათთვის ძალიან სასარგებლოა.

მომზადებულია ​moms.com - ის მიხედვით

წაიკითხეთ სრულად