Baby Bag

„ჯანმრთელობა თვითრეალიზაციის წინაპირობაა, მაგრამ ეს ცოტაა... სამწუხაროდ, ავიწყდებათ ზნეობრივი იდეალები,“ - პედიატრი ყარამან ფაღავა

„ჯანმრთელობა თვითრეალიზაციის წინაპირობაა, მაგრამ ეს ცოტაა... სამწუხაროდ, ავიწყდებათ ზნეობრივი იდეალები,“ - პედიატრი ყარამან ფაღავა

პედიატრმა ყარამან ფაღავამ პედიატრის როლისა და დანიშნულების შესახებ ისაუბრა:

„პედიატრის განათლება მარტო ის კი არ არის, დიაგნოზი როგორ უნდა დასვა. პედიატრის ამოცანა არის, რომ იყოს აღზრდაში პირველი მრჩეველი მშობლისა და მასწავლებლის. მთავარი არის, რომ ბავშვი აღიზარდოს პატრიოტად, მაღალი ზნეობით და გონიერებით.“

ყარამან ფაღავას თქმით, ჯანმრთელობა თვითრეალიზაციისთვის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა:

„ჯანმრთელობა თვითრეალიზაციის წინაპირობაა, მაგრამ ეს ცოტაა. ​რას არ ლაპარაკობენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ავიწყდებათ ზნეობრივი იდეალები. ზნეობრივი მაქსიმები რომ უნდა იყოს და ბავშვში ეს თავიდანვე უნდა ჩავნერგოთ, ამას ცოტათი ივიწყებენ. ირაკლი ფაღავა ამას ამბობდა.“

„ჩემი სუსტი ადგილი არის ჭკვიანი ბავშვები და ჭკვიანი სტუდენტები. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიხარია. იცით, როგორი სიამოვნებაა ახალ ინფორმაციას რომ მისცემ, ჩააქსოვ ამას ქადაგების ელემენტებსაც,“ - აღნიშნულ საკითხზე ყარამან ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

„მამამ ყოველთვის უნდა დაამტკიცოს თავისი მამობა, თავისი სიკეთით, გონიერებით და ვაჟკაცობით,”...
​პედიატრმა ყარამან ფაღავამ ბავშვისა და დედის ჯანმრთელობაზე ძუძუთი კვების დადებითი გავლენის შესახებ ისაუბრა:„როდესაც დედა ძუძუს აძლევს ბავშვს, გამოიყოფა სპეციალური ჰორმონი, ოქსიტოცინი ჰქვია. ის საშვილო...

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მოვიქცეთ ძლიერი ელჭექის დროს, თუ ქუჩაში ვიმყოფებით?

როგორ მოვიქცეთ ძლიერი ელჭექის დროს, თუ ქუჩაში ვიმყოფებით?

როგორ მოვიქცეთ ძლიერი ელჭექის დროს, თუ ქუჩაში ვიმყოფებით? 

პირველ რიგში, ეცადეთ თავი შეაფაროთ უახლოეს შენობას.

თუ გარშემო შენობა ან რაიმე თავშესაფარი არ არის, მაშინ დაწექით მიწაზე რკალისებურ მდგომარეობაში. ძალიან საშიშია ამ დროს გამართული დგომა, მაგრამ მიწაზე გამართულად/სწორად წოლაც არ შეიძლება, რადგან სველი მიწა შესანიშნავი ელექტროგამტარია და შეიძლება მეხი მიიზიდოს.

ტყეში ყოფნისას არასდროს დადგეთ ცალკე მდგომი ხის ქვეშ, განსაკუთრებით - მუხის, ფიჭვის, ნაძვისა და ალვის ხის ქვეშ.

გაეცალეთ კოშკებს, მაღალ ხეებს, სატელეფონო და ელექტროსადენებს, ავტობუსის გაჩერებებს, ველოსიპედს, ლითონის საგნებს.

არ ჩახვიდეთ ტბაში, მდინარეში, ზღვაში.

მოიხსენით მეტალის ნივთები და სამკაულები.

თუ ავტომობილით მგზავრობთ და აღინიშნება ძლიერი ელჭექი, გააჩერეთ მანქანა, ამოსწიეთ ყველა ფანჯარა, ჩაწიეთ რადიოანტენა და რაც მთავარია - არ გადახვიდეთ ავტომობილიდან.

ავტორი: მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე

წაიკითხეთ სრულად