Baby Bag

ლიზა ჩხაიძემ ბერკლიში ოთხწლიანი 100-პროცენტიანი დაფინანსება მოიპოვა

ლიზა ჩხაიძემ ბერკლიში ოთხწლიანი 100-პროცენტიანი დაფინანსება მოიპოვა

ქართველმა მუსიკოსმა ლიზა ჩხაიძემ კინომუსიკის განხრით ბერკლიში ოთხწლიანი ასპროცენტიანი დაფინანსება მიიღო. საკუთარი წარმატების შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა:

„ჩემი აზრით, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. სექტემბრიდან ყველაფერს თავიდან დავიწყებ. ახლა საფორტეპიანო განხრით ვარ კონსერვატორიაში. ეს იქნება სრულიად ახალი და საინტერესო ჩემთვის. ძალიან დიდი ხანია მინდოდა ამის გაკეთება და რომ შევძელი დიდი პასუხიმგებლობა მაქვს.“

ლიზა ჩხაიძის თქმით, მის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის ქალბატონ ნატალია ნაცვლიშვილს, რომელიც ლიზას მასწავლებელი იყო:

„ქალბატონი ნატალია ნაცვლიშვილი ჩემი არამარტო მუსიკის მასწავლებელი, მენტორი და ყველაფერი იყო. მის ხელში გავიზარდე. არამარტო მე, ის მთელს მუსიკალურ სამყაროს დააკლდა.“

„ამ სფეროსთან არანაირი შეხება არ მაქვს და ძალიან ბევრი სწავლა დამჭირდება. ჯერ უნდა შეისწავლო სისტემა ძალიან კარგად, კომპიუტერში კარგად უნდა აწყობდე ყველაფერს. დიდი დრო დამჭირდება, რომ პრაქტიკულად ისეთ დონეზე ავიდე, რომ ვინმემ ფილმისთვის მუსიკა შეუკვეთოს,“- აღნიშნა ლიზა ჩხაიძემ.

წყარო: ​„იმედის დღე“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

70-დან - 70, 80-დან - 80, 51-დან - 51 - აბიტურიენტები უმაღლესი შედეგებით და ემოციები
​ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. შეფასებისა და გამოცდების ცენტრმა შედეგების გამოქვეყნება 2 აგვისტოდან დაიწყო. პირველი შედეგი ქართული ენისა და ლიტერატურის საგანში დაიდო, 3 აგვისტოს ინგლისური...

შეიძლება დაინტერესდეთ

5 სამოტივაციო ფილმი, რომელიც უფრო თავდაჯერებულსა და მიზანდასახულს გაგხდით

5 სამოტივაციო ფილმი, რომელიც უფრო თავდაჯერებულსა და მიზანდასახულს გაგხდით
მოტივაცია ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა ნებისმიერი საქმის წამოწყებისთვის. ის ადამიანს მატებს შემართებას, ხდის უფრო თავდაჯერებულსა და მიზანდასახულს.
ზოგჯერ დგება მომენტი, როდესაც მიზნის მისაღწევად სხვადასხვა საშუალებას იყენებთ, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც ვერ იღებთ. არ გყოფნით ძალა, რომ თავიდან სცადოთ და ეძებთ გზებს, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ.
სწორედ ამ მიზნით შევარჩიეთ თქვენთვის 5 სამოტიცავიო ფილმი, რომელიც ცხოვრების ხალისს დაგიბრუნებთ.

ფილმი მოგვითხრობს გოგონაზე, რომელმაც დაავადების გამო 2 წლიდან დაკარგა მხედველობისა და საუბრის უნარი. ელასთვის სამყარო გახდა „შავი ფერის“. გოგონას მოუყვანეს მასწავლებელი, რომელმაც შეცვალა შავი სამყარო და დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია. ერთ-ერთი საუკეთესო ფრაზა ფილმიდან - „შეუძლებელი - ეს ერთადერთი სიტყვაა, რომელიც მისთვის არ მისწავლებია“.

ფილმი მოგვითხრობს რეალურ ისტორიას ახალგაზრდა კაცზე, რომლის მხედველობაც დღითიდღე უარესდებოდა. სკოლის დამთვარების დროს მას პრაქტიკულად მხედველობის 90% ჰქონდა დაქვეითებული. მიუხედავად ამისა, ის ინარჩუნებს ენთუზიაზმს და გეგმავს სასტუმროს ბიზნესის სფეროში სამუშაოს დაწყებას, რასაც აღწევს კიდეც.  ეს ისტორია ამტკიცებს, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს.

ეს არის კრისტოფერ გარნერის, ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ისტორია, რომელმაც მნიშვნელოვანი ინვესტიცია ეგრეთწოდებულ „ძვლის სიმყიფის გამოსაკვლევ სკანერში“ ჩადო. თუმცა, მოწყობილობა კარგად ვერ გაყიდა, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიებზე ოდნავ გაუმჯობესებული ვარიანტი აღმოჩნდა, თან გაცილებით ძვირი. სანამ გარნერი მოწყობილობის უკეთ გაყიდვას ცდილობს, ცოლი მიატოვებს, დაკარგავს სახლს, ბანკის ანგარიშებს და საკრედიტო ბარათებს. გარნერი იძულებული ხდება ბავშთან ერთად ქუჩაში იცხოვროს და სასოწარკვეთილი ეძებს სტაბილურ სამსახურს; მას ბირჟის მაკლერად აიყვანენ, მაგრამ ანაზღაურების მიღებამდე ტრეინინგისთვის და საკუთარი გამოგონების გასაყიდად ექვსი თვე სჭირდება.

რეალურ ამბავზე დაფუძნებული ეკრანიზაცია პარალიზებულ არისტოკრატზეა.  მას ბევრი მომვლელი ჰყავდა, მაგრამ ვერც ერთმა ვერ გაუძლო დიდხანს. ერთ დღესაც ის სრულიად შემთხვევით გაიცნობს ფერადკანიან მამაკაცს სახელად დრისს, რომელიც მისი მომვლელი გახდება. დრისი ამტკიცებს, რომ მიუხედავად ყველა ტრაგედიისა, ცხოვრება მშვენიერია.

ფილმი მოგვითხრობს ორ ხანდაზმულ მამაკაცზე, რომელთაც სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს. ისინი საავადმყოფოდან გაიქცევიან და გადაწყვეტენ, სიკვდილის წინ ყველაფერი გააკეთონ რაც კი ოდესმე სურდათ და ამისათვის სიას ჩამოწერენ. ამ პროცესში ისინი ერთმანეთს დაეხმარებიან, თან მეგობრებიც გახდებიან და რაც მთავარია, სიცოცხლის ხალისს იპოვნიან.
თუ გაინტერესებთ ფილმების ყურება და წიგნების კითხვა, გამოიწერეთ ინსტაგრამგვერდი ​bookworld​, სადაც საინტერესო ფილმებსა და წიგნებზე გაიგებთ ყოველდღიურად ინფორმაციას
წაიკითხეთ სრულად