Baby Bag

„დაე, იყოს დედამიწაზე სიკეთე!“- შალვა ამონაშვილი ახალი სამოქალაქო აქციის შესახებ საუბრობს

„დაე, იყოს დედამიწაზე სიკეთე!“- შალვა ამონაშვილი ახალი სამოქალაქო აქციის შესახებ საუბრობს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მოქალაქეებს ახალი აქციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მომავალ კვირას, 3 საათზე ჯადოსნური სიტყვების წარმოთქმისკენ მოუწოდა:

„ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით მთელი გულითა და სიყვარულით. 3 მარტს შედგა საერთაშორისო აქცია. ამ აქციაში ჩაერთო ბევრი ქვეყანა. ეს ქვეყნები შუა აზიიდან, ევროპის ქვეყნებიდან, უკრაინა, რუსეთი, ამერიკის ქვეყნები იყვნენ ამ საქმის მონაწილე, მათ შორის, ქართველებიც. ეს იყო სამოქალაქო აქცია. ჩვენ გვინდოდა ერთდროულად ამოგვეძახა ძლიერი სურვილი, ბრძანება: „დაე, იყოს დედამიწაზე სიკეთე." ამას ის აზრი აქვს, რომ ჩვენს აზრებს მატერიალიზების ძალა აქვს. ეს ძლიერი სურვილები მართლაც გვეხმარება იმაში, რომ რაღაცები კარგად გამოგვივიდეს. ჩვენი ერთობლივი ძახილი ნამდვილად ასუფთავებს სამყაროს.“

„ჩვენ უნდა გავასუფთავოთ სივრცე, რომ ჩვენს ლოცვებს გზა მიეცეს ციური სამყაროსკენ და ზეციური ძალები დაგვეხმარონ ჩვენ. ეს აქცია გაგრძელდება, მომავალ კვირას სამ საათზე ისევ შედგება ეს აქცია და განმეორდება ყოველ კვირაში ერთხელ. სადაც უნდა იყოთ თქვენ, როგორც კი ჩამოკრავს ზარი და იცით, რომ ახლა სრულდება სამი საათი, გაჩერდით იქ. თქვენს წარმოდგენაში, თითქოს დედამიწა გიჭირავთ ხელში, როგორც პატარა ბავშვი. მიიხუტეთ დედამიწა და წარმოთქვით ეს სიტყვები: „დაე, იყოს დედამიწაზე სიკეთე!“ როდესაც თავისუფალი დრო გაქვთ ან ძილის წინ წარმოთქვით ეს სიტყვები: „დაე, იყოს სიმშვიდე ქვეყანაზე! დაე, იყოს სიკეთე ქვეყანაზე! დაე, იყოს ბევრი სიყვარული ქვეყანაზე!“ დალოცეთ ეს ჩვენი პატარა დედამიწა. თქვენი ლოცვა დიდი ძალა იქნება,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

ახლა არის ინდიგო ბავშვების თაობა - აღარ მართლდება ავტორიტარული ან დაშაქრული აღზრდის მეთოდი

ახლა არის ინდიგო ბავშვების თაობა - აღარ მართლდება ავტორიტარული ან დაშაქრული აღზრდის მეთოდი

ბავშვის აღზრდა არ არის მარტივი პროცესი. ბევრ ჩვენგანს არ გვისწავლია, როგორ უნდა აღვზარდოთ ბავშვი. თუმცა ბავშვები გაგვიჩნდა და გვაქვს შეკითხვები, ხშირად განვიცდით დროის ნაკლებობას, გვსურს ხარისხიანად გავატაროთ ჩვენს შვილებთან დრო, მაგრამ არ ვიცით, როგორ...

სპეციალურად ამონაშვილის აკადემიისათვის, ბასტი ბუბუს ხელმძღვანელმა თამარ სხვიტარიძემ ჩაწერა ინტერვიუ აკადემიკოს შალვა ამონაშვილთან, სადაც ის ცდილობს უპასუხოს მშობლებისათვის ყველაზე საინტერესო შეკითხვებს

არ დაგავიწყდეთ !!!

Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად