„კაცმა როგორ შეიძლება ქალს შეურაცხყოფა მიაყენოს, ხმამაღლა დაელაპარაკოს ცოლს, დედას?! ამაზე ვგიჟდები! წარმოიდგინეთ, კაცი ცოლს დედას აგინებს! ის მისი სხეულის ნაწილია, ცოლი მოიყვანა და მას აგინებს, ხელს ურტყამს ცოლს. ასეთი კაცი შემირცხვენია! ადრე ბიჭებში როგორ იყო იცით?! კაცი კაცთან რომ დაპირისპირებული იყო, რომ დაინახავდა ის კაცი ქალთან ერთად მიდიოდა, ხმას არ გასცემდა, იმიტომ, რომ ქალის პატივისცემა ჰქონდა. არ შეიძლებოდა ქალთან ერთად ხმა გაგეცა!“
„რამოდენიმე თვის წინ კაცი მიდიოდა ცოლ-შვილთან ერთად, ქართველი კაცი დაადგა უკნიდან და ტყვია ესროლა. ეს ნახა ცოლმა და ნახა მისმა პატარა ქალიშვილმა. მას კაცი ჰგონია ახლა საკუთარი თავი. ასეთ რამეს კაცი არ იკადრებდა. საქართველოში მსგავსი რამ არ მოხდებოდა. ორი გამხეცებული კაცი ერთმანეთთან რომ იბრძოდა, ქალი რომ ჩაერეოდა, ყველა ჩერდებოდა. როგორ შეიძლება კაცმა ქალს რამე აკადროს და უხეშად დაელაპარაკოს?! შემირცხვენია ყველა კაცი, ვინც ქალს აგინებს და ასე ექცევა. აქამდე როგორ უნდა მიიყვანო საქმე?! მაშინ რაღა გინდა იქ, რაზე უნდა ილაპარაკო მერე?! კიდევ თავს რომ იმართლებ და ქალისგან პატივისცემა რომ გინდა მერე!“- აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.
წყარო: თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარი