Baby Bag

„ქმარი არის თავი ცოლისა“ ნიშნავს ქმრის თავგანწირვამდე მისულ ვალდებულებას, იყოს ერთგული ოჯახისა,“- დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ განმარტა რა იგულისხმება სიტყვებში: „ქმარი არის თავი ცოლისა“ და აღნიშნა, რომ ეს კაცის ქალზე ბატონობას არ გულისხმობს:

„ქალისა და კაცის ურთიერთობა... რას ასწავლის ეკლესია? ასეთი ხმა გავრცელდა, რომ ეკლესია ასწავლის, რომ კაცმა უნდა იბატონოს ცოლზე, რომ კაცი არის ქალის თავი და მას აქვს უფლება იბატონოს ცოლზე. ეს არის ნების მიცემა აგრესიაზე, რაც ხდება ოჯახში.

მე შემიძლია გითხრათ, რომ „კაცი არის თავი ცოლისა“ ნიშნავს პასუხისმგებლობას სიყვარულში. როგორც ქრისტე არის თავი ეკლესიისა, ეს რას ნიშნავს? ქრისტე კი არ ბატონობს ეკლესიაზე, არამედ ქრისტე მოკვდა ეკლესიისთვის, თავი გაწირა, სისხლი დაღვარა. „ქმარი არის თავი ცოლისა“ ნიშნავს ქმრის თავგანწირვამდე მისულ ვალდებულებას, იყოს ერთგული ოჯახისა,“ - აღნიშნა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.

​წყარო

შეიძლება დაინტერესდეთ

„მხოლოდ ქართულის“ მონაწილე, რომელმაც ჟიურის აღფრთოვანება და აპლოდისმენტები დაიმსახურა

ნინი შონია აბაშიდანაა. მან თავისი ნამღერით ​„მხოლოდ ქართულის“ ჟიურის წევრების აღფრთოვანება და აპლოდისმენტები დაიმსახურა

წაიკითხეთ სრულად