Baby Bag

ამერიკელი მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ჰიმნს ასრულებენ - ვიდეო

ამერიკელი მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ჰიმნს ასრულებენ - ვიდეო

გაცვლითი პროგრამა FLEX-ის მონაწილე არჩილ გვასალია ამერიკელ კლასელებთან ერთად საქართველოს ეროვნულ ჰიმნს ასრულებს. ვიდეოს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

ქართულ-ამერიკული მეგობრობის სიმღერით გამოვლინების კიდევ ერთი მაგალითი. ამჯერად ჩვენი გაცვლითი პროგრამის, FLEX-ის მონაწილე ამერიკელ კლასელებთან ერთად ასრულებს საქართველოს ეროვნულ ჰიმნს. ჩვენ ძალიან გვიყვარს კულტურების გაზიარება და გაცვლითი პროგრამები, სწორედ, ამას ემსახურება. თქვენ რომელ ქართულ სიმღერას ასწავლიდით ამერიკელებს,“ - წერს აშშ-ს საელჩო საქართველოში.

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ თქვათ, ბავშვი ზარმაციაო... მერე ვაზარმაცებთ, თორემ დაბადებიდან ბავშვი ზარმაცი არ არის,“ - შალვა ამონაშვილი

„არ თქვათ, ბავშვი ზარმაციაო... მერე ვაზარმაცებთ, თორემ დაბადებიდან ბავშვი ზარმაცი არ არის,“ -  შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვების სიზარმაცის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ არსებობს ზარმაცი ბავშვი:

„როგორც წყალი გინდა რომ დალიო და ეძებ, სად დავლიოო, ასე სწავლა ყველას უნდა. არ არის ბავშვი, რომელსაც სწავლა არ უნდოდეს. არ თქვათ ბავშვი ზარმაციაო, მერე ვაზარმაცებთ, თორემ დაბადებიდან ბავშვი ზარმაცი არ არის. არ არსებობს ზარმაცი ბავშვი. ბავშვი არის ბუნება და ბუნება არასდროს არ დგას ერთ ადგილზე, ყოველთვის რაღაცას ანგრევს, ყოველთვის რაღაცას აშენებს, მიდის და მიდის წინ.“

„ეს არის ბავშვი! ამ დროს ბავშვს მიაწებო იარლიყო, რომ ზარმაცია, ზანტია, არ უნდა, არასწორია. დედები ხშირად დასმენებით მოდიან: „ჩემი შვილი წიგნს არ იღებს ხელში, საშინაო დავალებას არ ასრულებს.“ სულ დასმენებია. თითქოს რა ცუდები არიან შვილები და თვითონ კარგები არიან. დედით უნდა დაიწყო და მამით!“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად