Baby Bag

ქართველმა ბიჭმა უკრაინულ „ვოისში“ ჟიური აატირა

ქართველმა ბიჭმა უკრაინულ „ვოისში“ ჟიური აატირა

12 წლის ქართველმა ბიჭმა ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინულ „ვოისში“ ჟიური აატირა. მან სიმღერა „All by Myself“ შეასრულა და ჟიურის მოხიბვლა პირველივე წამებიდან შეძლო.  

სიმღერის დასრულების შემდეგ ჟიური ცრემლებს ვერ იკავებდა. ჟიურის წევრებმა ალექსანდრეს დამატებით ქართული სიმღერის შესრულება სთხოვეს, რასაც დიდი ოვაციები მოჰყვა.

ალექსანდრე სოფელ რუისიდან არის. დედა დიასახლისია, მამა ტაქსის მძღოლი. ოჯახში სულ ექვსი ბავშვია.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ნუ აიცრებით, ვისაც გეშინიათ, მაგრამ იყავით რა თქვენთვის! არაა აუცილებელი შიშის მაღალგანსწავლულობად და გმირობად წარმოჩენა! არ განგსჯით და არც დაგცინით ვა!''

,,ნუ აიცრებით, ვისაც გეშინიათ, მაგრამ იყავით რა თქვენთვის! არაა აუცილებელი შიშის მაღალგანსწავლულობად და გმირობად წარმოჩენა! არ განგსჯით და არც დაგცინით ვა!''

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში ვაქცინაციის შესახებ წერს, რომელსაც ​MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,არ ვამბობ, რომ ექიმების დაწერილი ყველაფერი, ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციაა! მედიცინა ძალიან რთული დარგია, აუარებელი ნიუანსით! როცა სტატუსს ვწერ, სადაც რეკომენდაციები და პროცესების ახსნაა, აუცილებლად ვაკითხებ წინასწარ ჩვენი კლინიკის სპეციალისტს, რომელიმე პროფესორს- ვნერვიულობ, რამე უზუსტობა არ დავწერო, შეცდომაში არ შევიყვანო მკითხველი.

...ჰოდა, თქვენ რა ისწავლეთ ასეთი კალენდრის მოხეული ფურცლის უკანა გვერდზე (ჩემი ახალგაზრდობის ტერმინია, ახლა ეს ფურცელი წარმატებით ჩაანაცვლა ინტერნეტის საეჭვო საიტებმა), რომ მომდგარხართ და ჭკუას ასწავლით სრულიად მსოფლიო სამედიცინო საზოგადოებას? გეშინიათ და არ იცრით? გასაგებია ბატონო! ერთი ჩემი მეგობარი და შესანიშნავი ქირურგი გავკოჭეთ, რომ ანალიზისთვის სისხლი აგვეღო ვენიდან (აუცილებლად ესაჭირებოდა, ბ ჰეპატიტის გამო, წლების წინ), ძალიან ეშინია ვენაში ნემსის, მაგრამ პარანოიალური ბოდვები კი არ დაუწყია სისხლის გამოკვლევის მავნეობაზე და არც სხვას ეუბნება "არ აიღოთო!" სრულიად მესმის ეს შიში და ვიცი, როგორც ფსიქიატრმა - თითქმის დაუძლეველია! მაგრამ ნუ მიაბავთ რაღაც იდიოტურ თეორიებს, თორემ ჩვეულებრივი ფობიიდან სხვა რამეში გადადის უკვე. 

ნუ აიცრებით, ვისაც გეშინიათ, მაგრამ იყავით რა თქვენთვის! არაა აუცილებელი შიშის მაღალგანსწავლულობად და გმირობად წარმოჩენა! არ განგსჯით და არც დაგცინით ვა!'' - აღნიშნავს დავით გადელია. 

წაიკითხეთ სრულად