ვიეტნამში, დიენ ბიენის პროვინციაში, სოფელ ჰუოი ჰაში ბავშვებს სკოლაში მისასვლელად მდინარის გადაკვეთა უწევთ. სკოლაში მშრალ მდგომარეობაში რომ მივიდნენ, ისინი პოლიეთილების პარკებში სხდებიან და ასე გადადიან მდინარის მეორე ნაპირზე, სადაც მათი სკოლა მდებარეობს. როგორ ახერხებენ ამას ? - ნახეთ ვიდეო
შეიძლება დაინტერესდეთ
ბავშვების 40 % თვლის, რომ მშობლები ტელეფონისა და კომპიუტერის ეკრანთან მეტისმეტად ბევრ დროს ატარებენ
2016 წელს გამოკითხული მშობლების 27 % აღნიშნავდა, რომ მობილურზე ზედმეტად იყო მიჯაჭვული. 2019 წელს ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ აღნიშნული რიცხვი 45 %-მდე იყო გაზრდილი, ხოლო მოგვიანებით ჩატარებულმა გამოკითხვებმა უფრო ცუდი შედეგი აჩვენა. უკანასკნელი კვლევების მიხედვით, მშობლების 52 % თავს ეკრანდამოკიდებულად თვლის.
უახლესი კვლევის შედეგებს ბავშვებიც იზიარებენ. გამოკითხული თინეიჯერების 40 % თვლის, რომ მშობლები ტელეფონისა და კომპიუტერის ეკრანთან მეტისმეტად ბევრ დროს ატარებენ. ბავშვების 39 % ოცნებობს, რომ მათი მშობლები ტელეფონის ეკრანს ცოტა ხნით მაინც მოშორდნენ. 2016 წლის გამოკითხვის შედეგებთან შედარებით მშობლების ეკრანდამოკიდებულებით უკმაყოფილო ბავშვების რიცხვი 28 %-ით არის გაზრდილი.
მშობლების 25 % აცხადებს, რომ დაძინებამდე 5 წუთით ადრე მობილურ ტელეფონს იყენებს, ხოლო მათი 23 % აღნიშნავს, რომ მობილურს ხელში გაღვიძებიდან 5 წუთის შემდეგ იღებს. თინეიჯერების 40 % დაძინებამდე მობილური ტელეფონით ერთობა, მათი 32 % კი გაღვიძებისთანავე მობილურს იყენებს. მოზარდების 29 %-ს ღამით მობილურ ტელეფონთან ერთად ძინავს, რასაც ზრდასრულების მხოლოდ 12 % აკეთებს.
მშობლები მობილურ ტელეფონებზე იმაზე მეტად არიან დამოკიდებული, ვიდრე ოდესმე. მათი დიდი ნაწილი აცნობიერებს, რომ ეკრანზე მიჯაჭვულობა ძალიან დიდი პრობლემაა და მისგან თავის დაღწევას ცდილობს.
დედებო, მობილური ტელეფონებისადმი დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა რთული სულაც არ არის, მით უმეტეს, როდესაც თქვენი შვილები ამის გამო თქვენდამი უკმაყოფილებას გამოხატავენ.
მომზადებულია mommynearest.com- ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა