აშშ-ში, ატლანტის აეროპორტში 2 წლის ბიჭი საბარგო ლენტაში შეძვრა, რის გამოც სხეულის დაზიანებები მიიღო, - ინფორმაციას ამერიკული მედიასაშუალებები ავრცელებენ.
ბავშვის დედის, ედიტ ვეგას ინფორმაციით, მისი შვილი მაშინ გაქრა, როცა ის აეროპორტში ჩასხდომის ბარათებს ბეჭდავდა. პატარა ლორენცო საბარგო ლენტაზე ავიდა და მისი საშუალებით ბარგისთვის განკუთვნილ ოთახში აღმოჩნდა. აეროპორტის თანამაშრომლებმა როგორც კი ბავშვი შეამჩნიეს, ლენტა მომენტალურად გააჩერეს.
მომხდარის გამო მცირეწლოვანმა მარჯვენა ხელი მოიტეხა. ბიჭი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
„მადლიერი ვარ, რომ ჩემი შვილი ცოცხალია და ჩემ გვერდითაა. იმედი მაქვს, რომ მალე გამოჯანმრთელდება,“ - აღნიშნა ბიჭის დედამ.