Baby Bag

„საქართველოს ვარსკვლავის“ ლიდერის შესრულებული სიმღერა საოცარი პოზიტივითა და ენერგიით აგავსებთ

„საქართველოს ვარსკვლავის“ პირველ ლაივ კონცერტზე ლიდერი ერთერთი გამორჩეული მონაწილე თამარ კაკალაშვილი გახდა. 

„უმაგრესი, უნიჭიერესი, ულამაზესი თაკო, ლამის ვიტირე ბედნიერებისაგან, ისეთი უმაგრესი შესრულება იყო“, „სუპერ გოგო ხარ თაკო....წარმატებები“, „ბრავოოოო რა ძლიერი ხმა აქვს წარმატებები“ - სწორედ ასე აფასებენ თამარს სოციალურ ქსელში. 

მას უკვე უამრავი გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი ჰყავს.



შეიძლება დაინტერესდეთ

„მაისი არის არაჩვეულებრივი თვე ქორწინებისთვის და ჯვრის დაწერა, რა თქმა უნდა, შეიძლება,“ - დეკანოზი საბა ჭიკაიძე

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ მაისში ჯვრის დაწერის მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრურწმენებზე ისაუბრა:

„მაისში ჯვრის დაწერა, რა თქმა უნდა, შეიძლება. თუ გნებავთ, სახელებით და გვარებით ჩამოგითვლით ოჯახებს, ვისთვისაც მაისში დამიწერია ჯვარი და არიან უბედნიერესები და ძალიან კარგად გრძნობენ თავს.

მაისი არის არაჩვეულებრივი თვე ქორწინებისთვის. ეს რუსული გადმონაშთი გახლავთ, რომ მაისში არ შეიძლება ჯვრის დაწერა. რუსულად ასე ჟღერს, რომ მთელი ცხოვრება დაიტანჯები, თუკი მაისში დაიწერ ჯვარსო. ეს არის სისულელეზე დიდი სისულელე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სულელური ცრურწმენა, რაც კი არის გავრცელებული საზოგადოებაში,“ - აღნიშნა მამა საბა ჭიკაიძემ.

წყარო: ​თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

წაიკითხეთ სრულად