Baby Bag

ქართული სიმღერა თუ გიყვართ, ამ შესრულებას აუცილებლად უნდა მოუსმინოთ

„საქართველოს ვარსკვლავის“ ერთერთი გამორჩეული მონაწილის თამარ კაკალაშვილის ნამღერმა მაყურებლის დიდი მოწონება და აღფრთოვანება დაიმსახურა. 

მან ნინო ქათამაძის რეპერტუარიდან სიმღერა - „ქუჩაში ერთხელ“ შეასრულა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

ამ ფორმულით თქვენი შვილის სავარაუდო მაქსიმალური სიმაღლის გამოთვლა შეგიძლიათ - თამარ კობახიძის რეკომენდაცია მშობლებს

ამ ფორმულით  თქვენი შვილის სავარაუდო მაქსიმალური სიმაღლის გამოთვლა შეგიძლიათ - თამარ კობახიძის რეკომენდაცია მშობლებს

ტელეწამყვანმა თამარ კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ მაყურებელს ბავშვის მაქსიმალური სიმაღლის გამოსათვლელი ფორმულა გააცნო. მისი თქმით, მოცემულ ფორმულას პედიატრები და ენდოკრინოლოგები იყენებენ და მისი გამოყენება მშობლებსაც შეუძლიათ:

„მშობლებს სახლის პირობებში შეუძლიათ პატარა ფორმულით გამოთვალონ საკუთარი შვილი მაქსიმუმ რა სიმაღლეს მიაღწევს. ეს ფორმულა დღესაც გამოიყენება სამედიცინო სფეროში. პედიატრები და ენდოკრინოლოგები მას დღესაც გამოიყენებენ.

როგორ ვთვლით ბავშვის სავარაუდო სიმაღლეს? დედისა და მამის სიმაღლეები უნდა შევკრიბოთ. მიღებული ციფრი გავყოთ ორზე. გაყოფის შემდეგ მიღებულ ციფრს გოგონას შემთხვევაში გამოვაკლოთ 6,5 სანტიმეტრი, ბიჭის შემთხვევაში მივუმატოთ 6,5 სანტიმეტრი. საშუალოდ თქვენი შვილი ამ სიმაღლის იქნება,“ - აღნიშნა თამარ კობახიძემ

წყარო:​ „იმედის დილა“

წაიკითხეთ სრულად