Baby Bag

ამერიკის პირველმა ლედიმ თეთრი სახლი საშობაოდ მორთო - ვიდეო

ამერიკის პირველმა ლედიმ თეთრი სახლი საშობაოდ მორთო. მელანია ტრამპმა წლევანდელი დეკორაციის თემად პატრიოტული მოტივები აირჩია.

„ამერიკის სული“ ანათებს თეთრ სახლში. მოხარული ვარ, რომ გიზიარებთ პატრიოტიზმის ამ ლამაზ ექსპონატს და ყველას შეგიძლიათ, განიცადოთ საშობაო სეზონის ეს სილამაზე!“ - წერს მელანია ტრამპი და საშობაოდ მორთული თეთრი სახლის ვიდეოს აქვეყნებს.

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად