Baby Bag

​დააფასეთ ყოველი წუთი, ხვალინდელი დღე არავის არ აქვს გარანტირებული

დააფასეთ ყოველი წუთი, ხვალინდელი დღე არავის არ აქვს გარანტირებული.

26 იანვარს ავიაკატასტროფაში გარდაიცვალა კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის ქალიშვილი

არ დაგავიწყდეთ!!! 

თუ გაინტერესებთ ფილმების ყურება და წიგნების კითხვა, გამოიწერეთ ინსტაგრამგვერდი bookworld, სადაც საინტერესო ფილმებსა და წიგნებზე გაიგებთ ყოველდღიურად ინფორმაციას. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ბავშვი ავადობს, დედის რძის შემადგენლობა იცვლება და იმუნიტეტს გადასცემს ნივთიერებებს, რომლებიც ანთებას ებრძვის,“ - მედიცინის დოქტორი ვერიკო ბაზიარი

„როდესაც ბავშვი ავადობს, დედის რძის შემადგენლობა იცვლება და იმუნიტეტს გადასცემს ნივთიერებებს, რომლებიც ანთებას ებრძვის,“ - მედიცინის დოქტორი ვერიკო ბაზიარი

მედიცინის დოქტორმა ვერიკო ბაზიარმა ძუძუთი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედის რძე ბავშვის საჭიროების მიხედვით მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. ვერიკო ბაზიარის თქმით, ბავშვის ავადობის დროს დედის რძე მის ორგანიზმს ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებს აწვდის:

„ყველაზე მეტად გული მწყდება, როდესაც ბავშვს არ აჭმევენ ძუძუს. ეს კიდევ ცალკე თემაა. ძუძუთი კვების დროს ოქსიტოცინი გამოიყოფა ქალის ორგანიზმში, ასევე ბავშვის ორგანიზმშიც. ეს სიყვარულის ჰორმონია. საოცრება არის ის, თუ როგორ იცვლება რძე ბავშვის კვებისას. როდესაც დედის ორგანიზმში აღარ არის ბავშვი და ბავშვი ავადობს, რძის შემადგენლობა იცვლება იმგვარად, რომ იმუნიტეტს გადასცემს ისეთ ნივთიერებებს, რომელიც ანთებას ებრძვის. დედას რძეში ძალიან ბევრი იმუნოგლობულინი აქვს. ეს იმუნოგლობულინი იმ ტიპისაა, რა ინფექციაც აქვს ბავშვს. ის ზუსტად მორგებულია იმას, რაც სჭირდება ბავშვს.

დილით, შუადღეს და საღამოს რძე იმ შემადგელობისაა, რაც ბავშვს სჭირდება. ღამის რძეში სხვა შემადგენლობაა, დღის განმავლობაში - სხვა. ეს წყვილი დედისა და ბავშვის ურთიერთობას არ წყვეტს მას შემდეგ, რაც უკვე ერთად აღარ არიან. საოცრებაა დედისა და შვილის ურთიერთობა,“- აღნიშნა ვერიკო ბაზიარმა.

წყარო: ​„პულსი“

წაიკითხეთ სრულად