ბიჭუნა, რომლის დედაც სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სასტიკი ბულინგის მსხვერპლი ტანდაბლობის გამო გახდა.
9 წლის ბიჭუნა ვიდეოში გაუჩერებლად ტირის. როგორც დედა აღნიშნავს, ეს არის სკოლაში მომხდარი ბულინგის შედეგი. ვიდეოს ამ ეტაპზე 19 მილიონი ნახვა აქვს. მომხდარ ფაქტს ცნობილი ადამიანები - ჯეფრი დინ მორგანი, ჰიუ ჯეკმანი, პირს მორგანი და სხვები გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ მის გვერდით დგანან.
ვიდეოს ნახვის შემდეგ ტანდაბალმა კომიკოსმა ბრედ უილიამსმა გადაწყვიტა ფონდი შეექმნა, სადაც ჩარიცხული თანხით ბიჭუნას დისნეილენდში გაუშვებს. შემოწირულობის რაოდენობა ამჟამად 200 000 ამერიკულ დოლარზე მეტია.