ექიმი ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში წერს, თუ როგორ უნდა მოიქცეს კორონავირუსით ინფიცირებული. MomsEdu.ge მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
,,გადავწყვიტე, ერთად შემეკრიბა ყველა ის რეკომენდაცია, რაც უნდა მიიღოთ პირველადი ჯანდაცვის რგოლისგან, პირველ ეტაპზე, მას შემდეგ, რაც დაგიდასტურდებათ კორონა ვირუსი:
- პირველ რიგში, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. განწყობაზე ბევრია დამოკიდებული
- თუ კი იღებდით ექიმის დანიშნულებით რაიმე წამალს განაგრძეთ. არ შეწყვიტოთ
- იმოძრავეთ, არ დაწვეთ (ისე, რომ არ გადაიღალოთ)
- დაისვენეთ და როდესაც ისვენებთ, შეეცადეთ იწვეთ მუცელზე(მუცელზე წოლა გულ-მკერდის არეში ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, რაც დაგიცავთ
ფილტვისმიერი გართულებისგან)
- აკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები - ბერეთ ბუშტები, ივარჯიშეთ სპეც. სპირომეტრით ან წყლიან ბოთლს გაუკეთეთ ნახვრეტი და მასში აბუყბუყეთ წყალი, საწრუპელის საშუალებით (ნებისმიერი ვარიანტი მისაღებია, იხ. მიბმული ფოტოები)
- სვით სითხე, მინ. 2 ლიტრ. დღეში, მასში დიდი წილი უნდა იყოს სუფთა წყალი.(პარალელურად, აკონტროლეთ შარდის ფერი- თუ კი იგი მუქი ფერისაა, სავარაუდოდ, თქვენს მიერ მიღებული სითხე საკმარისი არ არის)
- ტემპერატურის >38 ან/და თავის, სახსრების, კუნთების ტკივილის შემთხვევაში მიიღეთ პარაცეტამოლი/იბუპროფენი(იგივე, ნუროფენი, მიგ400).
- ხშირად გაანიავეთ ოთხი. თუ აივანი გაქვთ გადით
- თუ ვინმეს აქვს პულსოქსიმეტრი და გათხოვებთ, ძალიან კარგი იქნება, იკონტროლოთ სატურაცია(სისხლში ჟანგბადის გაჯერებულობა, არ უნდა ჩმოსცდეს 94%,თუ ასე მოხდა, დააკვირდით კლების ტენდენციას, ასევე სუნთქვის სიხშირეს)
- არ მიიღოთ ანტიბიოტიკი(ვირუსს ანტიბიოტიკი არ კურნავს)
- არ მოითხოვოთ კომპ. ტომოგრაფია!!!! (ესაჭიროებათ მძიმე, სუნთქვის უკმარისობიან პაციენტებს). გახსოვდეთ, 1 გულ-მკერდის კტ. განპირობებული დასხივება = 2 წლის ბუნებრივ დასხივების დოზას!
- რაციონში მაქსიმალურად შეამცირეთ ტკბილეული
- არ დაარღვიოთ იზოლაციის წესები, შესაძლოა თქვენ გახდეთ, სხვა ადამიანების ინფიცირების წყარო!
თუკი შეასრულებთ ყველა აქტივობას მონდომებით, ყველაფერი კარგად იქნება
გახსოვდეთ, კოვიდ ინფიციფებულების 80%ს ჰოსპიტალიზაცია არ ესაჭიროება!
და ბოლოს, იმედია, არავის დაგჭირდებათ ეს რეკომენდაციები- აიცერით, მოუწოდეთ სხვებსაც აცრისკენ, ატარეთ პირბადე და დაიცავით დისტანცია.
გისურვებთ ჯანმრთელობას!,'' - აღნიშნავს ანი ქავთარაძე.
სუნთქვითი ვარჯიშებისთვის განკუთვნილი სპიტომეტრიხი ყიდება სამედიცინო ტექნიკის მაღაზიებსა და აფთიაქებში.
წაიკითხეთ სრულად