პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ სოციალური ქსელის მომხმარებლებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით სასიხარულო ამბავი გაუზიარა. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
,,მართლა სასიხარულო ამბავია. გვაქვს ბრიტანეთში ჩატარებული პირველი კვლევა. კოვიდის ინდურ მუტაციაზე ასტრაზენეკას და ფაიზერის ეფექტურობა:
ფაიზერი - 1 დოზა 33.5%, 2 დოზა 87.9%
ასტრაზენეკა - 1 დოზა 33.2%, 2 დოზა 59.8%
ყველაფერი იქნება ძალიან კარგად.
კარგი იქნებოდა რომ სხვა ვაქცინების მწარმოებლებმაც იზრუნონ და ანალოგიური დამოუკიდებელი და მაღალი დონის კვლევები დადონ,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.