Baby Bag

როდის უნდა დაიბანონ ხელები და როგორ გააკეთონ ეს სწორად? - აჩვენეთ ვიდეო ბავშვებს

როდის უნდა დაიბანონ ხელები და როგორ გააკეთონ ეს სწორად? - აჩვენეთ ვიდეო ბავშვებს
აჩვენეთ UNICEF Georgia-ს მიერ მომზადებული ეს ვიდეო ბავშვებს, სადაც პატარა ლიზი აუხსნით მათ, როდის უნდა დაიბანონ ხელები და როგორ გააკეთონ ეს სწორად.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვირუსი შეკავებულია“ - პაატა იმნაძე

„ვირუსი შეკავებულია“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ დაწესებულმა შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო და ორი კვირის თავზე ინფექციის ზრდა არ გვაქვს.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ვირუსი შეკავებულია.

„ბოლო ორი კვირის მონაცემებით ვართ 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების გავრცელებით მსოფლიოში პირველ ადგილზე. რამ მიგვიყვანა აქამდე ყველამ ვიცით, რა ხდებოდა წინა ორკვირიან მონაკვეთებში. ნებისმიერი თავყრილობა, უნიღბოდ ყოფნა, უდისტანციობა, დაახლოებით ორ კვირაში გვაძლევს თავის შედეგს. შესაბამისად, ნებისმიერი შეზღუდვა კიდევ ორ კვირაში გვაძლევს შედეგს. ჩვენ ვნახეთ, რომ შეზღუდვების დაწესებიდან ორი კვირის თავზე ინფექციის ზრდა აღარ გვაქვს, მიუხედავად ტესტირების ორჯერ და მეტი გაფართოებისა. ამანვე გვაჩვენა, რომ მაშინ, როცა მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ გავრცელების მხრივ, ჩვენმა სისტემამ გაუძლო ამას, მაგრამ მეტს ვერ გაუძლებდა. მეტს რომ ვერ გაუძლებდა და რადგან პროგნოზი გაცილებით უარესი იყო, ამიტომ დაწესდა შეზღუდვები და ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ ამან შედეგი მოგვცა და სტაბილიზაცია არის. ვირუსი შეკავებულია. შეზღუდვებიდან ორი კვირის თავზე მატება არ გვაქვს, მიუხედავად ტესტირების გაორმაგებისა. ეს არის მთავარი შედეგი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

წაიკითხეთ სრულად