Baby Bag

ნიშნობა, რომელიც 21 000 ლარი დაჯდა

ნიშნობა, რომელიც 21 000 ლარი დაჯდა

ნიშნობა, რომელიც 21 000 ლარი დაჯდა - კომენდანტის საათის დროს სოფლის სტადიონზე გუ­ლის ფორ­მის ცეცხლი დაანთეს, პოლიციამ შეკრებილი ადამიანები (7 ადამიაინ) 3-3 ათასი ლარით დააჯარიმა.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„საახალწლო სუფრის სტრატეგია შევცვალე... მივხვდი, რომ ეს არის ზედმეტი,“ - მსახიობი ეკა ნიჟარაძე

„საახალწლო სუფრის სტრატეგია შევცვალე... მივხვდი, რომ ეს არის ზედმეტი,“ - მსახიობი ეკა ნიჟარაძე

მსახიობმა ეკა ნიჟარაძემ საახალწლო სუფრის ტრადიციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავად სტრატეგია შეცვალა:

„საახალწლო სუფრის სტრატეგია შევცვალე. მივხვდი, რომ ეს არის ზედმეტი. საშინელებაა... წლები იყო, რომ 12-ს აკლია 15, ბავშვები ამბობენ: „დედა, ჩაიცვი!“ დედას არაფერი აღარ უნდა. უნდა, რომ დაწვეს და დაიძინოს. რომელ ჩაცმაზე და მოწესრიგებაზეა ლაპარაკი?!“

ეკა ნიჟარაძის თქმით, დღევანდელ დღეს საახალწლო სუფრა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული:

„ძალიან დიდი ხარჯია, მით უმეტეს, ახლა ისე ძვირია ყველაფერი. ​დგახარ, წვალობ, ნერვიულობ, ალაგებ, შლი, მაცივარში ინახავ. მეორე დღეს აღარავის აღარ უნდა ეს საჭმელი. ყველაფერს აკეთებ იმიტომ, რომ უნდა გააკეთო. აღარ ვაკეთებ. სალათი, თევზი, მარტივი რაღაცები კეთდება, რასაც შეჭამენ.“

„დღევანდელ ჩვენს მდგომარეობაში მეუხერხულება კიდევაც არანორმალური სუფრების გაშლა. შეიძლება სხვა მიმართულებით გაუშვა, თუ გაქვს, რომ მარტო არ გამოსკდე სახლში. რა თქმა უნდა, ახალი წლის სუფრა იქნება ოდნავ განსხვავებული. ზუსტად ვიცი, რომ ჩემს შვილებს და შვილიშვილებს ამაზე გული არ დასწყდებათ,“ - აღნიშნულ საკითხზე ეკა ნიჟარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად