Baby Bag

„3 შვილი მყავს... „სკაიპითაც“ არ ვუყურებ, რადგან მერე თვალზე ცრემლი მადგება და არ მინდა, ცრემლიანი თვალებით დამინახონ ბავშვებმა“

„3 შვილი მყავს... „სკაიპითაც“ არ ვუყურებ, რადგან მერე თვალზე ცრემლი მადგება და არ მინდა, ცრემლიანი თვალებით დამინახონ ბავშვებმა“

„მყავს ოჯახი, 3 შვილი. სიმართლე გითხრათ, „სკაიპითაც“ არ ვუყურებ, რადგან მერე მადგება თვალზე ცრემლი და არ მინდა, ცრემლიანი თვალებით დამინახონ ბავშვებმა. ერთი თვე არ მინახავს“, - ამის შესახებ  თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა „იმედის კვირის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში განაცხადა.

იხილეთ ​ლევან რატიანის ერთი სამუშაო დღე და არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. Მოიწონეთ გვერდი Momsedu.ge - მცოდნე დედები​ს​თვის

შეიძლება დაინტერესდეთ

საქართველოში აცრის შემდეგ დაინფიცირების 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში აცრის შემდეგ დაინფიცირების 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც აცრის შემდეგ ადამიანი დაინფიცირდა - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, აღნიშნულ შემთხვევებში ინფექცია საკმაოდ მსუბუქად და ხშირად საერთოდ უსიმპტომოდ წავიდა: 

„არასდროს უარვყოფთ, რომ არცერთ ვაქცინას 100%-იანი დაცვა არ აქვს, მათ შორის „სინოფარმს“ აქვს დაახლოებით 79%-იანი დაცვა, მაგრამ ერთხელ ან ორჯერ აცრილზე ინფექცია წავა ძალიან, ძალიან მსუბუქად. რაც დღეს გამოიყენება, იმ ვაქცინების მთავარი დანიშნულება არის ის, რომ სერიოზულად ამცირებენ ორი აცრის შემდეგ ჰოსპიტალიზაციას და შესაბამისად, სიკვდილიანობას. 

ჩვენ დაახლოებით 300-მდე შემთხვევა გვაქვს, როდესაც პირველი აცრის შემდეგ ადამიანები დაინფიცირდნენ. ამ ვითარებას სწავლობენ, მაგრამ ერთი აცრის შემდეგ თითქმის ყველასთან ინფექცია საკმაოდ მსუბუქად და ხშირად საერთოდ უსიმპტომოდ წავიდა“, - დასძინა ამირან გამყრელიძემ.

წაიკითხეთ სრულად