კორონავირუსის პანდემიის პირობებში სახლში ჩაკეტილი ხალხი სხვადასხვა გზით ცდილობს თავისა და გარშემომყოფების გახალისებას. ამ მიზნით, შეიქმნა სიმღერა „კარანტინი“, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. სიმღერას ია შამათავა ასრულებს. იმედისმომცემი ტექსტი და შემსრულებლის საოცრად თბილი ხმა პოზიტიურად განაწყობს მსმენელს. მოუსმინეთ სიმღერას და გახალისდით.
შეიძლება დაინტერესდეთ
„სავალდებულო ვაქცინაციის ვერსია განიხილება, მაგრამ უარყოფილია,“ - თენგიზ ცერცვაძე
„თუ რაღაც რადიკალური ზომები არ მივიღეთ და არ გამოვფხიზლდით, ამ სიტუაციის შენარჩუნება დიდხანს ძნელი იქნება და გარდაცვალების რაოდენობა მოიმატებს.“
„მე მიმაჩნია, რომ მოსახლეობა ან გათავისუფლდება სიურეალისტური გავლენებისგან, შემობრუნდება მასობრივი ვაქცინაციისა და პირბადეების ტარებისკენ, ან მთავრობა იძულებული გახდება შემოიღოს სავალდებულო ვაქცინაცია, რაც უნდა პროტესტი მოჰყვეს ამას. სავალდებულო ვაქცინაციის ვერსია განიხილება, მაგრამ უარყოფილია. ჯერჯერობით მთავრობის მზაობა არ არის, რომ სავალდებულო ვაქცინაცია დააწესოს, პირველ რიგში, ცალკეული ჯგუფებისთვის, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, ორსულებისთვის და ა.შ.“ - აღნიშნულ საკითხზე თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
დღეს საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირების 4 467 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა - 1790 და გარდაიცვალა 42 ადამიანი.
წყარო: ტელეკომპანია „იმედი“
წაიკითხეთ სრულად