Baby Bag

მოტივაციის ასამაღლებლად და დასახული მიზნის მისაღწევად თქვენ დღეში მხოლოდ ერთი წუთი დაგჭირდებათ - გამოცდილი იაპონური მეთოდი

სახლში ჯდომამ თუ გაგაზარმაცათ, ძველებური ენთუზიაზმის დასაბრუნებლად, შეგიძლიათ, სიზარმაცის დაძლევის გამოცდილი იაპონური მეთოდი სცადოთ. მოტივაციის ასამაღლებლად და დასახული მიზნის მისაღწევად თქვენ დღეში მხოლოდ ერთი წუთი დაგჭირდებათ.

იხილეთ ვიდეო 

შეიძლება დაინტერესდეთ

ყოველი დილა ამ 15 სამოტივაციო ციტატით უნდა დაიწყოთ

ყოველი დილა ამ 15 სამოტივაციო ციტატით უნდა დაიწყოთ
იზოლაციაში მყოფ ადამიანებს სტრესის დასაძლევად და ყოველდღიურ რუტინასთან გასამკლავებლად მოტივაცია ნამდვილად სჭირდებათ. გთავაზობთ ციტატებს, რომლებიც დღის სასიამოვნოდ დაწყებაში დაგეხმარებათ და თავდაჯერებას შეგმატებთ.

1. ,,ნებისმიერი წარმატების საწყისი წერტილი სურვილია.“ - ნაპოლეონ ჰილი.

2. ,,ჩვენ ყველა ოცნების ასრულება შეგვიძლია, თუ მიზნამდე მისასვლელად გამბედაობა გვეყოფა.“ - უოლტ დისნეი.

3. „მაშინაც კი, როდესაც ჯოჯოხეთის გავლა გიწევთ, სვლა განაგრძეთ!“ - უინსტონ ჩერჩილი

4. „წარმატება უიღბლობიდან უიღბლობამდე ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე სვლაა.“ - უინსტონ ჩერჩილი.

5. „შესაძლებლობები არ არსებობს, მათ თქვენ ქმნით.“ - კრის გროსერი.

6. „შეშლილსა და გენიოსს შორის მანძილი წარმატებით იზომება.“ - ბრიუს ფერშტეინი.

7. „თუ საკითხის შესახებ მარტივად საუბარი არ შეგიძლიათ, ე.ი. თქვენ ის კარგად არ გესმით.“ - ალბერტ აინშტაინი.

8. „ლიდერს მიმდევართაგან ინოვაციურობა გამოარჩევს.“ - სტივ ჯობსი.

9. „სრულყოფილება თუ გიზიდავთ, მიზნის მიღწევა დღესვე შეგიძლიათ. ამ წამსვე მიზნად დაისახეთ, რომ საქმეს მხოლოდ სრულფასოვნად შეასრულებთ.“ - თომას უოტსონი.

10. „ადამიანები ამბობენ, რომ მოტივაცია უსასრულოდ არ გრძელდება, ასევეა ბანაობაც. სწორედ ამიტომ ვბანაობთ ყოველდღიურად.“- ზიგ ზიგლარი.

11. „წარმატება საკუთარი თავის მოწონებაა, იმის მოწონება, თუ როგორ აკეთებთ საქმეს, რომელიც მოგწონთ.“ - მაია ანჯელოუ.

12. „წარმატებულ ადამიანებს ძლიერი მამოძრავებელი იმპულსი აქვთ. რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევენ ისინი, მეტად ოცნებობენ წარმატებაზე და მისკენ მიმავალ ახალ გზებს პოულობენ. როდესაც ადამიანი წარუმატებელია, ის გამუდმებით დაღმავალ ხაზს მიუყვება.“ - ტონი რობინსი.

13. „როგორც კი იგრძნობთ, რომ უმრავლესობის მხარეს ხართ, შეჩერდით და დაფიქრდით!“ - მარკ ტვენი.

14. ,,წარმატებული მებრძოლი ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც ლაზერისებრი ფოკუსი აქვს.“ - ბრიუს ლი.

15. ,,საცობში არ მოხვდებით, თუ სხვებზე მეტ მანძილს გაივლით.“ - როჯერ შტაუბახი.

ახლა კი დროა საკუთარი ყოველდღიურობის შეცვლაზე იზრუნოთ. მთავარი ფრაზა, რომელიც თქვენს კრედოდ უნდა აქციოთ, შემდეგია: „მოქმედება სიტყვების ნაცვლად!“ 

მომზადებულია​ indiatoday.in-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა
წაიკითხეთ სრულად